Tag Archives: სოფელი

ცხოვრება სოფლად

მას შემდეგ რაც სახლიდან გამომისტუმრეს და გზაზე ვიდექი წვიმაში უცბად გადაწყდა რომ სოფელ წნისში მივდიოდი.

წნისში ქალბატონი ვალიდა გავიცანი. რომელსაც, შეიძლება ითქვას, პირდაპირ სახლში შევუვარდი და ვუთხარი თქვენზე უნდა დავწერო და 1-2 ფოტოც გადაგიღოთ-მეთქი. საბედნიეროდ უარი არ უთქვამს.

***

ქალბატონი ვალიდა

ქალბატონი ვალიდა

დილით უპრობლემოდ იღვიძებს. არც ვინმეს შეძახება სჭირდება ვალიდა გათენდაო, არც მაღვიძარა. აი ასე, უბრალოდ, დილი 6-საათზე თვალები ეხილება. ამ დროს გარეთ ჯერ ისევ სიბნელეა. თუმცა, მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. უკვე 34 წელია თითქმის ერთი და იგივე დროს იღვიძებს. 6 საათი ძილი ჰყოფნის იმისთვის რომ ჯანზე იყოს. არ უყვარს დროის კარგვა და უსაქმოდ ყოფნა, ამიტომაც გაღვიძებისთანავე დგება ლოგინიდან, რაც შეიძლება თბილად იცვამს და გარეთ გარედის. წნისში ყოველთვის ცივა დილის 6 საათზე, ზაფხულშიც.

იმ ეზოში გადის რომელსაც წლებია უვლის, საკუთარი ხელით აკეთებს ყველაფერს. საკუთარი ხელით მიუჩინა ჟოლოს ეზოს კუთხეში ადგილი. საკმაოდ ბევრი ჟოლო აქვს. 2 წლის წინ განსხვავებული ჯიშის ჟოლო ამერიკელებმა აჩუქეს. მთელი ზაფხული ყვავის და ხარობს, წელიწადში 4-5 ჯერ ისხამს ნაყოფს. როცა ვალიდას ვესტუმრე ნოემბერი იყო და  ნოემბერშიც კი არის ალაგ-ალაგ წითელი ჟოლოები მწვანე ფოთლებში ჩაკარგული. ქალბატონი ვალიდა ჟოლოზე დიდ იმედებს ამყარებს. ეზო საკმაოდ დიდი აქვს და უნდა, რომ გაამრავლოს. თანაც, თავის მეზობლებს, 2-3 ქალს დაასაქმებს და კარგ საქმესაც იზამს. ჟოლო ძვირფასია, ყველას უყვარს და თან ძვირად ფასობს.

ჟოლო ნოემბერში

ჟოლო ნოემბერში

Continue reading

სახლიდან გამოგდებული მე, მწვანეთვალება ბავშვი და “ტავარი”

25 ნოემბერს, დილით, 10 საათზე, ოკრიბასთან ვიყავი და მეგობართან ერთად ახალციხისკენ მიმავალ მიკრო ავტობუსს ვეძებდი. დიდუბის მეტროს შესასვლელთან ახლოს მდგარან, ადგილები დავიკავეთ და მოვემზადეთ რომ 3 საათი გზაში უნდა ვყოფილიყავით. არ ვიცოდი სად მივდიოდი, მხოლოდ ის იყო ჩემთვის ცნობილი, რომ დანიშნულების ადგილს საბარგოს ან “ტავარს” ეძახის მაცხოვრებელი. მძღოლს შევეკითხე, თუ იცოდა აღნიშნული ადგილი და მითხრა კიო. მეც დაიმედებულმა ძილ-ღვიძლში გავატარე ორსაათნახევარი. ბოლოს მითხრა, აი აქ უნდა ჩახვიდეო და ჩამომსვა.

შუა გზაზე ვდგევარ, გარშემო დიიიდი მინდორი და მინდორს იქით დასახლებაა. 20 წუთში იმ დასახლებაში ვიყავი, ვიკითხე ტავარი ხომაა-მეთქი, მაგრამ მიპასუხეს, რომ არა. შენ რასაც ეძებ 12 კილომეტრის იქით არისო, ჩადი გზაზე და რამეს გაყევიო. გავშრი, მაგრამ რას ვიტყოდი. წარმოიდგინეთ, სრულიად უცნობ ადგილას ვარ მარტო, ამინდი არეულია და წვიმას აპირებს, არ ვიცი სად უნდა წავიდე ან რითი მაგრამ მაინც არ შევუშინდი, ჩავედი ტრასაზე და ველოდები რამეს, რაც მიმიყვანს “ტავარზე”. გაიარა ერთმა, არ გამიჩერა. მეორემ, ამანაც არ გამიჩერა. გავიდა 20 წუთი და რაღაცა მოავტობუსო ავტომობილმა ზუსტად ფეხებთან გამიჩერა. მძღოლმა მითხრა ტავარზე მივდივარო, მგზავრებმა ჩვენ გეტყვით სად უნდა ჩამოხვიდეო და ვენდე.

ამჯერად სწორად მოვხვდი. სწორ გაჩერებაზე ჩამოსვეს. რამდენიმე ბავშვს მოვკარი თვალი და ვთხოვე ჩემთვის სასურველი ადამიანის საცხოვრებელი ადგილი მიესწავლებინა. მან კი არ დაიზარა და ბოლომდე გამაცილა. გზაში რაღაცებს მიყვებოდა. ძალიან ლამაზი, 7 წლის გოგო იყო, შავგვრემანი, დიდი მწვანე თვალებით, ძველი, ალაგ-ალაგ გახეული ტანსაცმლით, ძირგავარდნილი ფეხსაცმლით, სიცივისგან შეწითლებული ლოყებით და ძალიან კომუნიკაბელური. მითხრა რომ 2 და და 3 ძმა ჰყავდა, თავისზე უფროსები. მხოლოდ ბიძაშვილი იყო მასზე 1 წლით პატარა, რომელიც მათ სახლში ცხოვრობდა. მითხრა რომ თამაში უყვარდა, მაგრამ ხშირად უწევს დედას მიეხმაროს მინდორში, იმიტომ რომ მამა არ ეხმარება და ამიტომ შვილები მუშაობენ. მითხრა, ძალიან მინდა სკოლაში ვიაროო.

ამასობაში ჩემი მასპინძლის სახლს მივუახლოვდი. სახლში არ დამხვდა, სამაგიეროდ იქვე ახლოს ასე 30 წლამდე ასაკის ბიჭი იყო, მითხრა ეხლავე დავუძახებო. ხისგან შეკრული რაღაცისგან ხმელბალახაკრული, 60-წლამდე ქალბატონი გამოვიდა. ავუხსენი ვინც ვიყავ და რაც მინდოდა, თანაც გავახსენე რომ ჩამოსვლამდე 2-ჯერ დავურეკე. საბოლოო ჯამში ქალბატონმა უარი მითხრა რომ მასზე და მის შრომაზე დამეწერა. მეჩხუბა, ყველაფერში პირველი ვიყავი და ეხლა ჩემს მოუსავლიანობას არ გადაგაღებინებო, არც კარტოფილი მაქვს და არც სიმინდი, ლობიოც კი არ მოვიდა წელსო. მთელი ეს თვეები იმისთვის ვიშრომე, რომ ჩემი უბედურება შენ გადაგაღებინოო. ქალბატონს ვერ ავუხსენი, რომ აქ მისი მოსავლის გადასაღებად კიარა, თვითონ იმ ქალის გადასაღებად ვიყავი, მინდოდა მის მასზე და მის მიერ გაწეულ შრომაზე დამეწერა ყველაფერი. მაგრამ, ჩემმა თხოვნამ, ახსნამ და ა.შ უშედეგოდ ჩაიარა. ბოლოს გამახსენდა რომ ჩამოსვლამდე 2-ჯერ დავურეკე და როცა ვკითხე რატომ არ მითხარით, რომ არ ჩამოვსულიყავი-მეთქი, მითხრა ჩემმა შვილმა გიპასუხათ, პატარაა ჯერ და ცუდად მოიქცაო. მისი პატარა შვილი 22 წლის სტუდენტი გოგო აღმოჩნდა.

გაწვიმდა. მე კიდევ გარეთ ვდგევარ და რა გავაკეთო არ ვიცი. ჩემმა “მასპინძელმა” მითხრა გზას გაუყევი და 3 კილომეტრში ახალციხეში შეხვალ და იქიდან რამეს გაყევი თბილისშიო. ფაქტობრივად სახლიდან გამომაგდო, უფრო სწორად ეზოდან. სახლიდან გაგდებას კიდევ ვინ ჩივის. მადლობა გადავუხადე და წამოვედი. გზად ის ბავშვი შემხვდა ისევ, ხელი დამიქნია და დამემშვიდობა. გაჩერებაზე დავდექი, 3 წიწილა აქეთ-იქით დარბოდა, ჩემს წინ ძაღლ იდგა, მე კიდევ ვიდექი და სიგარეტს ვეწეოდი. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა ან სად წავსულიყავი.

ყველაფერი მოგვარდა და გვერდზე სოფელში, წნისში წამიყვანეს, სადაც ვალიდა გავიცანი.

just

მას შემდეგ რაც გამოცდებს მოვრჩი გავიძახი სოფელში მივდივარ დასასვენებლად–მეთქი. რამდენიმე დღის წინ, დილით მოულოდნელად (როგორც ყოველთვის) მომინდა ავმდგარიყავი და წავსულიყავი. არავინ დამიშალა, არც არავინ შემეხვეწა დარჩიო და წავედი.

მიყვარს იქ ყოფნა. ჩემს დედაშვილებთან ჩავდივარ ხოლმე. როგორც წესი, ყველგან თავს ისე ვგრძნობ როგორც საკუთარ სახლში, მაგრამ იქ განსაკუთრებით ძლიერ მაქვს ხოლმე განვითარებული ეს გრძნობა. დეიდაშვილები ბიჭები არიან, მეგობრებიც რატომღაც ბიჭები ჰყავთ 🙂 და მთელი დღე უამრავი ბიჭის გარემოცვაში ვატარებდი დროს, თავი სამოთხეში მეგონა.

იქ ყოფნის დროს მივხვდი, რომ შემიძლია გავძლო ინტერნეტის გარეშე იმდენი ხანი რამდენიც საჭიროა, მაგრამ არა ფეისბუქის და ბლოგის გარეშე (რა კარგია, რომ ბალზე ფეისბუქი უფასოა). იმასაც მივხვდი, რომ ჩერჩეტი და ვითომ იუმორის გრძნობის მქონე ბიჭების ატანა არ შემიძლია, მაშინვე საშინელი სწერვა ვხდები ხოლმე და საწყალი ის ვინც ჩემს ყბაში ჩავარდა ^_^  ასევე აღმოვაჩინე, რომ არაჩვეულებრივი მიზანი მაქვს. კისტის თოფით დავდიოდი და ტყვიებს აქეთ–იქით ვისროდი. ნუ მთლად აქეთ–იქითაც არა “სგუშონის” ცარიელ ყუთებს ვახვედრებდი არაჩვეულებრივად.

შემწვარი თუ დამწვარი ბეღურები :|

შემწვარი თუ დამწვარი ბეღურები 😐

გავიგე, რომ თურმე ყველანაირი ჩიტის ჭამა შეიძლება 😐 დახოცილი ბეღურები რომ მათრიეს და დამიყარეს მაგიდაზე გაპუტეო, გული გამისკდა. იმ საცოდავების მოკვლა, გაპუტვა, შეწვა და შეჭმა იქნებოდა? მეორე დღეს შაშვი მოიყვანეს და ყვავზე სანადიროდ გავიდნენ. დღეს დილით რაღაც ულამაზესი ჩიტი მოათრიეს, თურმე ისიც იჭმევა.

დღეს ჩამოვედი, ისიც იმიტომ რომ ხალხი მომენატრა, ჩემი ბავშვები 🙂 რამდენიმე დღესიამოვნებით დავრჩებოდი კიდევ ფეჩთან, დივანზე მოკალათებული წინით ხელში და იმ ადამიანებთან, რომლებიც სულ იმის ცდაში არიან ოღონდ რამე მასიამოვნონ.

ხო კიდევ, იქ პაწაწუნა კურდღელბი ჰყავდათ. სულ რამდენიმე დღისები. ისეთი მოცუცქნულები იყვნენ ხელში მეტეოდნენ. მაგრამ დედა ბრაზობდა რომ ვიყვანდი და იძულებული გავხდი მათ გალიას მოვშორებოდი.

რატომ მიყვარს რუსთავი

ერთადერთი ადგილი (თბილისის გარდა), სადაც ვიცხოვრებდი ეს რუსთავია.

ძალიან მიყვარს ეს ქალაქი და ამისთვის უამრავი მიზეზი მაქვს.

პირველი და ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი – იქ გვანცა ცხოვრობს.

თბილისთან სიახლოვის მიუხედავად (თბილისიდან 10კმ.–ში), რუსთავი აბსოლიტურად განსხვავებულია. სულ სხვანაირი ურთიერთობებია ჩამოყალიბებული. გაცილებით თბილები და ბევრად უფრო მეგობრულები არიან ვიდრე თბილისელები. რომ შეადაროთ როგორ ექცევიან ერთმანეთს ბიჭები და თუნდაც გოგოები ბევრს შეიძლება შეშურდეს კიდეც.

არც ისე დიდიხანია რაც ეს ქალაქი აშენდა. პირველი მაცხოვრებლების უმეტესობა სოფლიდან ჩამოსული ხალხი იყო, რომლებიც დაასაქმეს მეტალურგიულ ქარხანაში და მისცეს საცხოვრებელი ადგილები. შეიძლება სწორედ სოფლიდან ჩამოსული ხალხის უერთიერთ სიყვარული და რა თქმა უნდა ბევრად თბილი დამოკიდებულება ერთმანეთთან გახდა საწინდარი და წინაპირობა იმისა, რომ დღეს მათი შთამომავლობა ბევრად კარგ პიროვნებებად არიან აღზრდილები, ვიდრე თბილისის ნებისმიერ უბანში.

მოკლედ, ხალხით და მაცხოვრებლებით ვარ აღფრთოვანებული. რა თქმა უნდა ცუდი ყველგან არის, მათ შორის რუსთავშიც, მაგრამ მთლიანი ფონი ბევრად დადებითია თბილისთან შედარებით.

ტერიტორიულად რუსთავი (ახალი) ძალიან ცუდ ადგილას არის გაშენებული, ფაქტიურად მინდორზე. ამიტომ, ზაფხულობით მრავლად არიან ქვეწარმავლები.  ნაკლებობაა ხეების, და ზოგადად ბუნების. უფრო სწორედ, ჯერ არ არიან სათანადოდ გაზრდილები. ასევე ნაკლებობაა გასართობი ადგილების, საღამოთი მხოლოდ “მეგობრობის პარკში” (მგონი ესე ქვია,ან მეშლება) სეირნობით უნდა დაკმაყოფილდე. თუმცა დარწმუნებული ვარ რამდენიმე წელში სრულყოფილ ქალაქად ჩამოყალიბდა.

მე მიყვარს რუსთავი.

ჩემი ცუგა

შარშან, 2009 წელი უნდა დამდგარიყო როდესაც დედიკომ და მამიკომ გადაწყიტეს, რომ ჩემი ძმისთვის პატარა ძაღლი ეჩუქებინათ. ოღონდ იმ პირობით რომ აუცილებლად მოვუვლიდით. ჩემი ძმის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ნაძვის ხის ქვეშ, ყუთში პატარა შავი გორგალივით ლეკვი დაინახა. პუდელი იყო და ძალიან ძალიან შავი.მთელი ღამე ჩემს საწოლში იწვა. სციოდა და წკმუტუნებდა ყუთში. ბევრს შეიძლება შეეზიზღოს ძაღლი საწოლში როგორ ჩაიწვინაო, მაგრამ ისეთი პატარა და საყვარელი იყო…

გიორგიმ ბიმი დაარქვა. რატომ აირჩია ეს სახელი არ ვიცი. თავიდან ძლივს დადიოდა, რამდენიმე კვირაში სირბილიც ისწავლა და მთელ სახლს იკლებდა ხოლმე. პატარა იყო და სიცივეში გაყვანა არ შეიძლებოდა ამიტომ სახლში, უფრო სწორად აივანზე ისაქმებდა ხოლმე.მიყვარდა მასთან თამაში და მისი წვალება. ამოხტებოდა ხოლმე სავარძელზე და ჩემს ნასკებს აწვალებდა. რამდენიმე დამიხია კიდეც = (( სამწუხაროდ დედაჩემი ვერ შეეგუა. ალერგია დაეწყო და მოკლედ ალმაცერად დაუწყო ყურება. ზაფხულში კი სოფელში წააბრძანა. პუდელი სახლის ძაღლია და სოფელში გარეთ ვერ გაძლებდა. რამდენიმე თვეში კი მოკვდა = ((

იმდენი ვიტირე, რომ დილით თვალები დასიებული მქონდა. ეხლაც რომ მახსენდება როგორ თამაშობდა ხოლმე ცრემლები მადგება. ძნელია როცა შეეცვევი მერე გარეთ გაუძახო. არასოდეს არ ვიყიდი ძაღლს.მირცევნია სხვას ყავდეს და იმას მოვეფერო ვიდრე თავიდან გადავიტანო რაც ბიმის დაკარგვისას გადავიტანე.ძალიან ძალიან მიყვარდა = ((

ესეც რამდენიმე ვიდეო რომლებიც შემომრჩა

გოჩა მანველიძის ”მგლები”

არ მახსოვს ზუსტად რამდენი წლის წინ, მგონი 4-5, სოფელში ერთ-ერთ მეგობარ ტყუპებთან უაზროდ ვიჯექი და დაფურცლული წიგნი შევამჩნიე. მუვუჯექი და კითხვა დავიწყე. ისე გამიტაცა, რომ ვერც შევამჩნიე როგორ შემომაღამდა. გამოვართვი და სახლში დავამთავრე.

უკვე ოთხი ნაწილია გამოსული და მოუთმენლად ველოდები მეხუთეს უკვე მეორე წელია. არ ვიცი გამოვა თუ არა. მაგრამ ისე დამთავრდა, რომ აუცილებლად უნდა ჰქონდეს გაგრძელება.

მიუხედავად ამისა, პირველი ნაწილი მაინც ყველაზე ყველაზე მაგარი იყო. მეორე და მესამე ნაწილი დიდად არ მახსოვს. უფრო სწორად დიდი გავლენა არ ჰქონია ჩემზე. უბრალოდ ინტერესის გამო ვკითხულობდი. მეოთხე ნაწილი ისევ ლუკას პირადი ცხოვრება იყო და ისევ ისე ჩამითრია, ისევ დამაწყებინა ფიქრი არ არსებულ სამყაროზე.

ვერ დავიწყებას იმის მტკიცებას, რომ ეს საუკეთესო წიგნია. ბევრი ”მეკაიფებოდა”, რას კითხულობ ნეტა იცოდეოო. ნორმალური მწერალი მაინც იყოსო. შეიძლება არ არის კარგი მწერალი, მაგრამ ჩემთვის ძალიან ძვირფასია. პირველ და მეორე ნაწილს შორის პატარა უზუსტობებიც იყო. თუნდაც ის, რომ პირველ ნაწილში ლუკა 45-წლის არის, ნატო 20-22. თუმცა მეორე ნაწილი იმით იწყება, რომ ლუკა სულ 40ოდე წლის ახალგაზრდა, მხნე და ენერგიული კაცია რომელსაც მცირეწლოვანი შვილი ყავს. თუმცა არც ამ უზუსტობებს აქვს ჩემთვის არსებითი მნიშნელობა.

ხშირად წარმოვიდგენ ხოლმე ამ წიგნზე გადაღებულ ფილმს.ნეტა არ გადაირებენ??? საინტერესოა ვინ იქნება მთავარ როლში?

მაინც რა გავლენა უნდა მოეხდინა ასეთი? წაიკითხეთ და ნახავთ 😛