Tag Archives: უნარი

ფანტაზია

ადამიანთა მოდგმა ოდითგანვე დაჯილდოვდა ფანტაზიის უნარით. ზოგს გადაჭარბებულად აქვს, ზოგს საერთოდ არ აქვს და არსებობენ გამონაკლისები,რომლებსაც ეს უნარი ნორმის ფარგლებში აქვთ.

აი, მე თუ მკიტხავთ ფანტაზიის უნარი ჩემში რატომღაც ვერ განვითარდა.  როდესაც რაიმე თამაში ეხება ფანტაზიას, ვერასდროს  ვიგებ/ვთამაშობ, როდესაც რაიმე თემა ეხება ისეთ საკითხს, სადაც ფანტაზია უნდა მოვიშველიო (მაგ:ბლოგერების კონკურსი ჯაზ ფესტივალის დროს) იმ საკითხში ჩათვალეთ, რომ 0 ვარ. შესაბამისად არ შემიძლია რაღაც ამბების შეთხზვა და ისე გასაღება თითქოს ეს ნამდვილად გადამხდა. არა და გუშინ ვეკომ ცილი დამწამა შენს ურთიერთობას ვინმე X ბიჭთან იგონებო = ))

სამაგიეროდ ჩემი ფანტაზიის უნარი პიკს აღწევს როდესაც საქმე ეხება ჩემს სადმე გაშვება არგაშვებას. რამდენიმე წამში შემიძლია მოვიფიქრო ისეთი ტყუილი და უცბად ავღწერო სიტუაცია ,რომ ეჭვიც  კი ვერავის შეაქვს.

 

 

P.S იმედი მაქვს ამ პოსტის მერე ჩემს ყველა ნათქვამში ეჭვს არ შეიტანთ.

მეხსიერება – ერთ–ერთი ძვირფასი უნარი

ყველაზე (ერთ–ერთი) ძვირფასი რამ რაც ადამიანებს (და ცხოველებსაც) გააჩნიათ მეხსიერებაა. წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა თქვენი ცხოვრება მეხსიერება რომ არ არსებობდეს? იქნებოდა ცხოვრება მხოლოდ ერთი დღით. ყოველ ახალ დღეს ყველაფრის თავიდან დაწყება და ხშირ შემთხვევაში ვერ დასრულება.

რამდენჯერ ყოფილა,რომ გინატრიათ არასდროს დაგვიწყნოდათ ესა თუ ის მომენტი, ან მთლიანად დღე, ან უბრალოდ წამი. მათ დასამახსოვრებლად ხშირად ვერც ფურლები (ბლოგი) გამოდგება, ვერც ფოტო/ვიდეო/აუდიო მასალა. მხოლოდ გულს და გონებას შეუძლია შეინახოს თითოეული წამი, მაგრამ ისიც არა სამუდამოდ. ყველაფერი წარმავალიაო და ეგრეც ყოფილა. რამდენიმე დღის/კვირის/თვის/წლის მერე აღარ მემახსოვრება ის შეგრძნება და ემოცია რაც (სიტყვაზე) გუშინ და გუშინ წინ მქონდა, რომლის დამახსოვრებაც ვინატრე. არ იყო რამეთი განსაკუთრებული,რომ თავისით დამმახსოვრებოდა. ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, მაგრამ რაღაცით მაინც გამორჩეული. წლების მერე უბრალოდ გავიხსენებ ამ პერიოდს და სინანულით ვიტყვი: “ეჰ,აი იყო. მომენატრა”, ისე როგორც ხანში შესული ადამიანები იხსენებენ ახალგაზრდობას სინანულით.

არ მინდა რომ დამავიწყდეს რამე. მაგრამ იმ შერძნებას რასაც ამა თუ იმ მომენტში განვიცდიდი ვერ გადმოვცემ და მიწევს ჯაჭვით დავაბა ჩემს გონებაში და ტვინის იმ ოთახში, რომელსაც მეხსიერება ჰქვია.