Tag Archives: ურთიერთობა

ძალიან პირადი

დიდი ხანია არაფერი დამიწერია ჩემზე.ვერ ვხვდები რა მჭირს. უბრალოდ თითები მექავება საწერად და თემა არ მაქვს ხოლმე. მოსაყოლი თითქოს ბევრი მაქვს და ამავე დროს არაფერი. თითქოს ყოველი დღე ერთფეროვანია და ამ დროს ყოველი დღე წინასთან შედარებით რადიკალურად განსხვავდება, და მიუხედავად ამისა საწერი მაინც არაფერი მაქვს.

ყოველთვის მეგონა, რომ ჩემს პრინციპეპს არ შევიცვლიდი, მიზნისკენ დაუბრკოლებლად ვივლიდი მაგრამ ვცდებოდი. თუნდაც სიგარეტი ავიღოთ, მეგონა არ მოვწევდი, მუღამს ვერ ვუჭერ–მეთქი ვამბობდი. თუმცა ბოლო 4 თვე ჩანთაში სიგარეტი მედო, სახლში ჩუმად აივანზე ვეწეოდი. როდესაც იტყოდნენ რა სიგარეტის სუნიაო ვიტყუებოდი აივნის კარი გავაღე და იქიდან შემოვიდა–მეთქი. გუშინ, ღამით როდესაც სახლში ვბრუნდებოდი ამოვიღე ჩანთითად თითქმის სავსე კოლოფი, სანთებელიანად გადავაგდე. არ მინანია, არც ეხლა ვნანობ. ხვალ არ ვიცი რა იქნება.

ჩემი ერთ–ერთი დოგმად ჩამოყალიბებული პრინციპი იყო, რომ ა) არასდროს გავიკეთებდი აბორტს; ბ) ვერ გავუგებდი ქალს, რომელიც საკუთარ შვილს მოკლავდა. მაგრამ ყველაფერი იცვლებაო, ჰოდა ეს შეხედულებაც შემეცვალა. ჩემს გარშემო ძალიან ბევრი რამე ხდება და ეს ყველაფერი მოქმედებს ჩემზე, ჩემს პრინციპეპზე. ყოველთვის ვამბობდი დამცავი საშუალებები რისთვის არის–მეთქი, მაგრამ როდესაც ჩემს წინ იდგა გოგო, რომელიც დაორსულდა მიუხედავად იმისა, რომ წყვილმა იცოდა პრეზერვატივის შესახებ და ეს უკანასკნელი გამოიყენეს კიდეც, მაშინ მივხვდი, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, და არასოდეს თქვა არასოდეს. ბანალურია, მაგრამ ჭეშმარიტება.  გარდა იმისა, რომ სხვას გავუგე აბორტის აუცილებლობა, საკუთარ თავზეც დავფიქრდი და დავუშვი, რომ აბორტს გავიკეტებდი თუ არასასურველი ორსულობის წინაშე ავღმოჩნდებოდი.

ჩემი პირადი ურთიერთობები?
უბრალოდ ვერ გამირკვევია რა მინდა. ინერციით და სიტუაციის შესაბამისად ვმოქმედებ.  შემთხვევითი კოცნის თუ სექსის შემდეგ უბრალოდ მგონია, რომ ეს ურთიერთობა არ უნდა გაგრძელდეს, და გაგრძელების შემთხვევაში მომავალი არ აქვს. ამიტომ ხშირად ვერ ვიგებ რატომ სურთ ამ ურთიერთობის გაგრძელება.

სხვა თითქოს ყველაფერი კარგად არის. ძველებურად დავდივარ უნივერსიტეტში, სახლში ისევ ვიტყუები რომ ვითომ ბიბლიოთეკაში ვარ და ამ დროს სად ვარ ღმერთმა იცის. ისევ ვკითხულობ წიგნებს და უმეტესობა ისევ არ მომწონს. მაგრამ თუ მომწონს, მზად ვარ გავაცდინო და დავიკიდო ყველაფერი, დილით ადრე ავდგე და გვიან დავწვე მხოლოდ იმიტომ რომ წავიკითხო.

ყველაფერი კარგად არის.

ფანტაზია

ადამიანთა მოდგმა ოდითგანვე დაჯილდოვდა ფანტაზიის უნარით. ზოგს გადაჭარბებულად აქვს, ზოგს საერთოდ არ აქვს და არსებობენ გამონაკლისები,რომლებსაც ეს უნარი ნორმის ფარგლებში აქვთ.

აი, მე თუ მკიტხავთ ფანტაზიის უნარი ჩემში რატომღაც ვერ განვითარდა.  როდესაც რაიმე თამაში ეხება ფანტაზიას, ვერასდროს  ვიგებ/ვთამაშობ, როდესაც რაიმე თემა ეხება ისეთ საკითხს, სადაც ფანტაზია უნდა მოვიშველიო (მაგ:ბლოგერების კონკურსი ჯაზ ფესტივალის დროს) იმ საკითხში ჩათვალეთ, რომ 0 ვარ. შესაბამისად არ შემიძლია რაღაც ამბების შეთხზვა და ისე გასაღება თითქოს ეს ნამდვილად გადამხდა. არა და გუშინ ვეკომ ცილი დამწამა შენს ურთიერთობას ვინმე X ბიჭთან იგონებო = ))

სამაგიეროდ ჩემი ფანტაზიის უნარი პიკს აღწევს როდესაც საქმე ეხება ჩემს სადმე გაშვება არგაშვებას. რამდენიმე წამში შემიძლია მოვიფიქრო ისეთი ტყუილი და უცბად ავღწერო სიტუაცია ,რომ ეჭვიც  კი ვერავის შეაქვს.

 

 

P.S იმედი მაქვს ამ პოსტის მერე ჩემს ყველა ნათქვამში ეჭვს არ შეიტანთ.

შეჩვევა ორგვარია

რამდენიმე დღის წინ გრინ მარიმ მომწერა რომ ბლოგერების შეკრებაზე აღარ მოვალო. ბუნებრივია ერთი მარტივი და ლოგიკური კითხვა გამიჩნდა: “რატომ”? პასუხი  იყო ის რისიც  ყველაზე მეტად მეშინია: “ნელ–ნელა ვეჩვევი ამ ხალხს და მერე ძალიან გამიჭირდებაო”.

შეჩვევა – ყველაზე საზიზღარი და დედააფეთქებული გრძნობაა. არაფერი მეგულება ამაზე უფრო გამაღიზიანებელი და სასტიკი.

ამ ბოლო დროს ბევრისგან გავიგე უაზროდ ვიცი შეჩვევაო, მაგრამ ეჭვი მეპარება ვინმეს ჩემს და მარის მსგავსად ჰქონდეს “აკვიატებული” ეს გრძნობა. მაგრამ, ჩემსა და მარის შორის ის სხვაობაა რომ როდესაც მარი გრძნობს “საფრთხეს” გაურბის, მე შუბლით ვეჯახები და მის თავიდან არიდებასაც არ ვცდილობ. ვიცი როგორი ექნება ბოლო თუ გაგრძელება მაგრამ ადამიანების გარეშე მაინც არ შემიძლია.

მიყვარს ხალხი, ხალხთან ურთიერთობა და სხვადასხვა საზოგადოებაში ტრიალი. მერე ამ ყველაფერს დაემატება უკვე კაი დროს გაცნობიერებული გრძნობა “მე შევეჩვიე”. თანაც უბრალოდ და მარტივად “შევეჩვიე” კი არა არამედ შევეჩვიე და ვსო.

აი როდესაც ამას ვაანალიზებ აი მანდ “მერხევა”.  სულ მინდა რომ იმ ადამიანზე, ან ადამიანთა ჯგუფზე ვისაუბრო, მათთან ვიყო, სულ ვუყურო და არ მომბეზრდეს არასდროს. კი მარტივად ჩანს ეს ყველაფერი და თითოეულ თვენთაგანს განუცდია მაგრამ, მერწმუნეთ ამას ჩემსავთ ვერავინ გაიგებს და ვერავინ იგრძნობს.

საშინელებაა!

წარმოიდგინეთ, იღვიძებ მასთზე/მასზე ფიქრით. დღე ისე გადის მასზე/მათზე ათას რამეს იტყვი და თანაც კარგს (მიუხედავად იმისა რომ იცი ცუდიც ბევრია), დღე ისე გადის რომ 4086–ჯერ ამოგიტივდება თავში ფრაზა “როდის ვნახავ?”.ნახავ და მათგან უაზროდ კმაყოფილი და დადებითი ემოციებით აღასავსე მოდიხარ იმის მიუხედავად, რომ არაფერი მომხდარა ისეთი რაც აგაღფრთოვანებდა. თუმცა მხოლოდ ნახვა და მასთან/მათთან ერთად გატარებული რამდენიმე წუთიც კი უაზროდ სასიამოვნოა.

აქ, “ბლოგის ფურცლებზე” იმის გადმოცემა რასაც ვგრძნობ და განვიცდი შეუძლებელია და ამიტომ არც გამიკვირდება წაკითხვის შემდეგ რომელიმემ რომ გაიფიქროთ მეც ზუსტად მასე ვარო.

დამიჯერეთ, არ არის ეს კარგი და სასიამოვნო გრძნობა. შეჩვევაა ეს ის არის 3 წელი ადამიანთან ურთიერთობა რომ არ გექნება, თანაც ისეთთან ვინც ტყუილებით დაიწყო და დაასრულა ურთიერთობა და 3 წლის მერეც მასზე ფიქრობ. ფიქრობ და გენატრება. იხსენებ იმ გავლილ წუთებს რომლებიც ერთად გაატარეთ. ყველაფრის დასრულებს შემდეგ და იმის გაანალიზების შემდეგ რომ ეს არ იყო, მარტივად რომ ვთქვათ, ნორმალური ურთიერთობა და ადამიანი და ამთავრებ ყველაფერს, მაინც მასზე ფიქრობ. ფიქრობ იმიტომ რომ შეჩვეული იყავი ყველაფერს. მას, მის სულს, საუბარს,საუბრის მანერას, ყველაფერი ასოცირდებოდა მასთან და ამის მონატრება 3 წლის მერეც რომ გამოგყვება უკვე ძალიან ცუდია. (არა, შეყვარებულზე არ ვსაუბ)

შეჩვევა ორგვარია: ისეთი, როგორიც იცით თქვენ და ისეთი, როგორიც ვიცი მე.

ბლოგები და ბლოგერები

მარიმ მთხოვა და როგორ არ დამეწერა უკვე მეორედ “ორნაირი ბლოგერები”.

როდესაც პირველად დავწერე პოსტი იგივე სათაურით (ნახეთ აქ), მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცნობდი ყველას.

იძახიან ბლოგი და ბლოგის პატრონები განსხვავებულები არიანო. ძნელია ბლოგის მიხედვით გამოიცნო როგორია მისი პატრონი და “შემოქმედი”. პირადი ბლოგების მიხედვით ეს ადვილი გასაკეთებელია. მაგრამ, როდესაც წერენ ზოგადსაკაცობრიო თემებზე, როდესაც ბლოგებზე უფრო ჟურნალისტები არიან, ან კრიტიკოსები ვიდრე “უბრალო მოკვდავები” ძნელია მიხვდე სინამდვილეში რას წარმოადგენენ. მაგალითად ვასასი, მწვანე ვაშლი, ჰექსე, ლანდიშა, გაბო, ლეონსიო, ლიტერატორი, ყვავა. მათი ბლოგების კითხვით ვერ გაიგებთ როგორი ხასიათი აქვთ, რა უნდათ, რა სიამოვნებთ, რა აღიზიანებთ. შეძლებ მხოლოდ ერთი ან ორი დამახასიათებელი ნიშნის გამორჩევას, მაგრამ მთლიანად ამ ადამიანების დახასიათება მხოლოდ ბლოგით გამორიცხულია. აუცილებელია პირადად იცნობდეთ.

რამდენიმე წლიანი ურთიერთბის მერეც კი არ არის ხოლმე ადამიანი ბოლომდე “ამოცნობილი” და ბლოგით ეს მითუმეტეს შეუძლებელია. პირადი ჩანაწერების ბლოგებიდან გამოვარჩევდი მწვანე მარის, ეგოისტს, დიანიკოს, ადოს, ფსიქეს (რატომღაც მეტს ვერ ვიხსენებ) რომელთა ამოცნობაც ბლოგით შედარებით იოლია. მათი ხასიათი გაცილებით უკეთ ჩანს ბლოგებზე ვიდრე ნებისმიერი სხვისი. თუმცა “ლაივში” ისინიც სვანაირები არიან.

კიდევ არის რამდენიმე პირადი ჩანაწერის ბლოგი რომელთა კითხვის მერე ნამდვილად ვერ გამოიცნობ როგორები არიან მათი პატრონები. ამ შემთხვევაში მხოლოდ პოსტების კითხვა არ არის საკმარისი და აუცილებელია პირადად იცნობდე რომ მიხვდე სინამდვილეში როგორები არიან. ასეთებად კი ალუკარდი, კნუტი, ვეკო, ეკუსი, ქილიფა, დუდი, ქევანა, წყარო, სივრცე, ზურიუსი მიმაჩნია. ზურიუსი კიდევ ცალკე ფენომენია. სულ სხვანაირი ბლოგი აქვს. სამაგიეროდ ვიდეო პოსტები აქვს ისეთი კი მიხვდებით ადვილად სინამდვილეში როგორიცაა.

კი ვიძახი “სინამდვილეში როგორიცაა–მეთქი” მაგრამ ეს იმას არ  ნიშნავს რომ ბლოგზე ან “რეალში” ისინი “ყალბები” არიან. უბრალოდ, კომპიუტერს მიღმა მარტოდ მყოფი მხოლოდ კლავიატურით და გარეთ ბევრი ხალხის თვალწინ ერთი და იგივე ვერ იქნები (ლოგიკური დასკვა).

გამორიცხულია ბლოგზე და ნაწერებში გამოვიცნოთ ავტორის რეალური სახე. როდესაც კითხულობ რომელიღაცა პოსტს, შენ არ იცი რა ემოციით, რა გრძნობით, რა ინტონაციით წერდა ავტორი და ამიტომ ხშირად სწორი დასკვნები ვერ გამოგვდის.

საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივდივარ რომ ბლოგები სულ სხვა სამყაროს ეკუთვნის. ის ინტერნეტის და მკითხველის კუთვნილებაა. ბლოგერები კიდევ სულ სხვას. შეიძლება მოგწონდეს ბლოგი მაგრამ გაღიზიანებდეს ავტორი, ან პირიქით. ამიტომ ადამიანზე მხოლოდ ბლოგით მსჯელობა ძნელია, ხშირად ვერც პირადი ურთიერთობებით ვახერხებთ მათ გაცნობას. აი როდესაც იცნობ ბლოგსაც და მის ავტორსაც უფრო ადვილია მიხვდე რას წარმოადგენს.

რამდენიმე ბლოგია კიდევ რომელთა ავტორების გაცნობაც ძალიან მინდა. ვკითხულობ მათ ბლოგებს, ველაპარაკები ვირტუალურად და ვინტერესდები ისეთივები არიან თუ არა პირად ურთიერთობებშიც. რადგან არაერთი შემთხევა მქონია რომ ინტერნეტში დაუგრძელებიათ ენები და “ლაივში” ხმას ვერ ამოაღებინებ. ინტერნეტში ურთიერთობა გაცილებით ადვილია თუმცა ეს არაა შანსი ადამიანის ბოლომდე გაცნობის.

მოკლედ, სიამოვნებით გავიცნობდი ერეკლეს, ჯუნას, პაწუკა თაკოს, თინის, თემუჩინსzur.ge–ს…

პ.ს შეიძლება ბევრი გამომრჩა ვისი დაწერაც მინდოდა, მაგრამ მომიტევეთ. მკითხეთ და ისე გეტყვით რას ვფიქრობ თქვენზე.

დიდი და პატარა

ორი წუთის წინ ერთ ძალიან საყვარელ ბლოგერთან დავასრულე საუბარი და ბოლოს ერთი უცნაური კითხვა დამისვა. ასაკში პრობლემას ხედავო?

ძალიან ბევრი თავისზე უმცროს ადამიანთან არ/ვერ მეგობრობს. ჰგონია რომ ისევ ბავშვები არიან და რაღაც-რაღაც მომენტებში ბავშვურად აზროვნებენ. მე რომ 15 წლის ვიყავი და დიდი გოგო-ბიჭები (18-20 წლისები) რომ მეუბნებოდნენ უი რა პაწუკა ხარო ყოველთვის ვპასუხობდი რომ მთავარია თავში რა გიყრიათქო. ეხლა მე გავიზარდე,მე ვარ 18-წლის და მეც ხშირად მწერენ 13-15 წლის ბავშვები. თავიდან, ჩემდა უნებურად როგორც პატარებს ისე ვექცევი და ველაპარაკები. თუმცა როცა ჩემი, მათი ასაკის, თავი მახსენდება რაღაცნაირი, თითქოს დანაშაულის გრძნობა მეუფლება ხოლმე. ასეთი საუბარით ხომ გულს ვტკენ მათ. თანაც რამდენიმე ჩემზე ასაკით დიდი მეგობარი მყავს. მათ რომ ეთქვათ ჩემთვის წადი შვილო ლაწირაკი ხარ რა გინდაო ხო ცუდი იქნებოდა? ხო და ასევეა ცუდი როდესაც პატარებს ენის ”მოჩლექვით” ველაპარაკებით, და ისე თითქოს ჩვენ რამით მეტნი ვართ. როდესაც ეს ფიქრები დამიტრიალდება ხოლმე თავში მაშინვე თითქოს სხვანაირი ნათია ვხდები და იმ ”ბავშვს” როგორც თანატოლს ისე სესაუბრები, როგორც მეგობარს ისე ვეჭორავები და ასე გაცილებით ადვილია ურთიერთობა. ადამიანი იმით უნდა შეაფასო ”თავში რაც უყრია” და არა ასაკით! აი ამ ჭეშმარიტებას მივხვდი. ბევრი 30-წლისას ის 15 წლის ბავშვი სჯობია თავისი შეგნებით. რა ტქმა უნდა ბავშვური აზროვნება და ქცევები შეიძება ჰქონდეს მაგრამ როცა დიდი ხარ ისევ ბავშვობა გინდება და მათთან ურთიერთობა ამითაც სასიამოვნოა. ბევრი რამის სწავლა შეიძლება მათგან = ))

ყველასთან მე ჩემი ურთიერთობა მაქვს

მეგობრების და კარგი ნაცნობების სიმრავლეს არ ვუჩივი. ალბათ ჩემი ხასიათიდან გამომდინარეა, რომ ძალიან ბევრთან მაქვს საკმაოდ კარგი ურთიერთობა. მაგრამ ჩემს გარშემო ვინც არიან ისინი ვერ უგებენ ერთმანეთს. ხშირად აღმოვჩენილვარ სიტუაციაში,როდესაც ერთმანეთს ვერ იტანენ და შუაში მე ვრჩები. ერთ-ერთი მაგალითი ჩემი კლასიდან შეიძლება რომ მოვიტანო. არავისთან მაქვს ცუდი ურთიერთობა,მეტიც ვმეგობრობ. მაგრამ ჩემი ყველაზე საყვარელი მეგობარი რამდენიმე მათგანს ვერ იტანს. ანალოგიურად პასუხობენ ისინიც. ხან იმათ ლანძღვა/გინებას ვისმენ ხან ამისას. ადრე მეც ვერეოდი ხოლმე და იმის მხარეს ვიჭერდი ვინც უფრო მეტად მიყვარდა. ადამიანური მომენტია.მაგრამ მე ყოველთვის ვახერხებდი ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნებას. ანალოგიური მომენტი განმეორდა გუშინ. დაბნეული ვიყავი და ვერაფერს ვერ ვხვდებოდი. მაგრამ იმას ნამდვილად მივხვდი, რომ ყველასთან მე ჩემი ურთიერთობა მაქვს. და სხვისი გავლენით არ  ვიფიქრებ ვინმეზე, რომ ცუდია ან კარგია. არ ვარ ისეთი ჭკვიანი, რომ სხვის შეცდომებზე ვისწავლო. მირჩევნია მე მოვიტეხო კისერი და მერე მივხვდე რომ ის არ ვარგა ვიდრე სხვას დავუჯერო და ბოლოს აღმოჩნდეს რომ ტყუილია.თანაც ასე გაცილებით ადვილად ვისწავლი ადამიანების ცნობას =))