Tag Archives: ურთიერთობები

ტიპი მეზობელი საფლავიდან

თხელი, ლამაზ ყდიანი, 218 გვერდიანი წიგნია. შესაბამისად მსუბუქიც და ადვილად სატარებელი უნივერსიტეტში.

წარმოიდგინეთ, ვიღაც მოდის თქვენთან და გეუბნებათ რომ “აუუ, გუშინ რა მაგარი რაღაც მოხდა იცი?” და აგრძელებს: “ანდაც არაფერი, დაიკიდე” და ცოცხალი თავით აღარ უნდა მოგიყვეს რა მოხდა. აი, ზუსტად ეგ განცდა მქონდა ღამის 3 საათზე ბოლო გვერდი რომ ჩავიკითხე.

კარგი თარგმანია, ადვილად იკითხება და სულ რაღაც 7 ლარი ღირს. ისეთ რაღაცებზე დაგაფიქრებს როგორიცაა განსხვავებები ადამიანებს შორის, რა შეუძლია სიყვარულს, ვნებას. რაზე დახუჭავს თვალს შეყვარებული კაცი ან ქალი და ა.შ. სიყვარული მართლა ბრმაა თუ არა, ურთიერთობების მამოძრავებელი ძალა ვნებაა თუ არა, რას გააკეთებ მეგობრის გამო და ა.შ.

მოკლედ, ერთი შეხედვით საინტერესო და გასართობი წიგნი ბევრ რამეზე დაფიქრების საშუალებას იძლევა. ხოდა, გირჩევთ რომ წაიკითხოთ 🙂

ურთიერთობები და შეაყარე კედელს ცერცვი

– არ გინდა ეგ ბიჭი, შენი შესაფერისი არ არის
– დაურეკე და უთხარი რომ გიყვარს
– დაშორდი მაგას, ცხოვრებაში არ გამოგადგება
– ოჯახი არ უვარგა, დაანებე თავი

და ა.შ…

ყოველდღიურად ადამიანები ერთმანეთისგან 1000 ბრძნულ ფრაზას ისმენენ. ხშირად ითვალისწინებენ, უფრო ხშირად კი ორი ყურის პრინციპს იყენებენ და ასეთ შემთხვევაში “კეთილისმსურველი” ვერ ხვდება, რომ “შეაყარე კედელს ცერცვი” ბაზარია, ანდაც “მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო” და მაინც აგრძელებს თავისი გამოცდილებით თუ მოსმენის შედეგად ცხოვრებისეული სიბრძნის ფლანგვას და ნ–რაოდენობით ბრძნული აზრის გამოხატვას.

ადვილია შეაფასო სხვისი ურთიერთობა, ადვილია ურჩიო სხვას როგორ მოიქცეს და ამ სიადვილის გამო ძალიან ხშირად უტიფრად ვიჭრებით სხვის პირად ცხოვრებაში. ვცდილობთ ჩვენი გამოცდილებით თუ ჩვენი დაკვირვებით განვსაჯოთ ესა თუ ის ურთიერთობა და თავს უფლება მივცეთ შევაფასოთ და ანაზილიც გავუკეთოთ ყოველივეს. ჩემთან რჩევის საკითხავად იშვიათად მოდიან. ყოველთის ვცდილობ არ მოვახვიო თავს ჩემი აზრი თუ ჩემი შეხედულება. ყოველთვის ვეუბნები მის ადგილზე როგორ მოვიქცეოდი მაგრამ არასდროს ვურჩევ თვითონაც ანალოგიურად მოიქცეს. ჩემი გამოცდილება და დაკვირვება მას არ გამოადგება, რადგან რჩევა სულ სხვა სიტუაციისთვის და სულ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში სჭირდებათ ხოლმე.

არ მესმის ხალხის რომლებიც ადვილად და მოურიდებლად სჯიან სხვის საქციელს და ამ ყველაფრის ნიადაგზე დასკვნებიც შესაბამისი გამოაქვთ. აიძულებენ ახლობელ ადამიანებს რომ იფიქრონ მათსავით და მოიქცენ ისე როგორც მათ სურთ.

მესმის რომ მათვის კარგი უნდათ, მესმის რომ ფიქრობენ ასაკის გამო გაცილებით გამოცდილები არიან და გაცილებით უკეთ იცნობენ ხალხს.. მაგრამ, მემგონი თითოეულ ადამიანს აქვს იმის უფლება, რომ თვითონ აილეწოს კისერი და თვითონ ისწავლოს ცხოვრება, თვითონაც დააგროვოს ის გამოცდილება რასაც ასე ატენის ცხვირში. ყოველთვის ვამბობდი და ეხლაც იგივეს თქმა მიწევს. ადამიანმა უნდა ისწავლოს საკუთარ შეცდომებზე! გვერდზე ყოველთვის არ ეყოლება დედა, ბებია, მეგობარი რომელიც ურჩევს და რომელიც დაიძვრენს სხვადასხვა სიტუაციებიდან და ბოლოს სულ მარტო მყოფი უბრალოდ ჭაობში ჩაიძირება და დაიღუპება მხოლოდ იმიტომ, რომ არ ეცოდინება რომელ სიტუაციაში როგორ მოიქცეს.

გაატარეთ

დიდი ხანია პირადზე არაფერი დამიწერია. პრინციპში დასაწერიც არაფერია. ისევე როგორც ამ ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობა მეც მივყვები დინებას (მტკვრისას არა). დავდივარ უნიში, რომელსაც ვერ გაურკვევია თსუ–ა თუ თეუსუ, დავდივარ ქუჩა–ქუჩა ოღონდ სახლში არ მივიდე. მივდივარ გაურკვეველ გამოფენებზეც რომლისგანაც შინაარსი ვერ გამომაქვს რადგან ორგანიზატორმაც არ იცის რა რას ნიშნავს. სამაგიეროდ ამ კვირაში ორი კარგი საქმეც გავაკეთე: 1. დავესწარი დისკუსიას ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ; 2. ვიყავი თსუ–ს მსკ–ზე (კავეენზე). სხვათაშორის არ მოველოდი ესეთი კარგი თუ იქნებოდა და დასრულებისას მივხვდი რომ დრო ტყუილად არ დამიკარგავს.

ამ ბოლო დროს ყველაფერი მეზარება. ბლოგ შეკრებებზე სიარულიც კი. თუ შემთხვევით 3–4 ადამიანი შევიკრიბეთ ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს ხოლმე. რაღაც აირია, ურთიერთობებში… ან ძალიან გაითქვიფნენ ერთმანეთში ან ძალიან დაშორდნენ, მოკლედ, რაღაც “ნიტო პონტია”.

ურთიერთობები ვახსენე და მეც არეული ვარ. რა და რატომ მინდა ვეღარ ვხვდები. სულ დავკარგე ჩემი თავი და მგონია რომ სულ სხვა მოქმდებეს და აზროვნებს ჩემს მაგივრად.ზედაპირული გავხდი და ურთიერთობებიც მხოლოდ ზედაპირული მიტაცებს. როგორც კი სიყვარულზე ჩამოვარდება თემა მაშინვე გავურბივარ საუბარს, არ მსიამოვნებს. არ არის ჩემთვის შექმნილი ეს გრძნობა, ყოველშემთხვევაში ამ ეტაპზე მაინც არ მჭირდება.დავიწყე ფიქრი ისეთ რაღაცებზე თვეების წინ თავში აზრადადც რომ არ მომივიდა… მოკლედ, ადამიანები თვალსა და ხელს შუა იცვლებიან.

დღეს იმასაც მივხვდი,რომ სახლში უაზროდ ყოფნისას აბსულუტურად გამოუსედეგარი ვხდები. ენერგია ვაფშე მეცლება და სულ ძილი მერევა. კომპიუტერთანაც თბილი ჟაკეთი მაქვს მოხვეული და მთქნარებ–მთქნარებით ვკრიფავ უაზრო ტექსტს.

P.S მალე ჩემი დაბადების დღე მოდის და უზომოდ ბედნიერი ვარ, მაგას ჰარი პოტერის პრემიერა ემატება და წესით ნოემბრის ბოლო საუკეთესო უნდა იყოს ❤