Tag Archives: ქალი

ეს ის არ არის რაც თქვენ გგონიათ

ფოტოს ვიღებთ, ამ დროს ხელს მხარზე ვხვევ, მერე ნელ-ნელა მკერდისკენ მიდის. ნაზად, ისე რომ არ ვიმჩნევ, გარშემომყოფებიც არ მაინტერესებს. თაკოც არ იმჩნევს, ვგრძნობ რომ სიამოვნებს. ხელი აგრძელებს ნელ-ნელა მკერდისკენ ჩასვლას, ლიფთან ვარ, ცოტაც და კერტებზე შევეხები. ვგრძნობ როგორ უცემს გული, კერტები დაებერა, ხელი ძუძუზე მიდევს, ძუძუს თავს ვუწვალებ, ის ისევ წყნარად არის, ჯერჯერობით მხოლოდ ვგრძნობ რომ ეს აქ არ გაჩერდება და აუცილებლად გავაგრძელებთ. ოთახი დაცარიელდა, მე და თაკო ვართ. ხვეული, ძალიან ლამაზი თმა აქვს, ჯერ თმაზე ვეფერები, მერე ყელში ვკოცნი, ყურის უკან, ის ისევ გარინდულია და მელოდება, მელოდება როდის გადავალ “საქმეზე”. ვეღარ ითმენს, თავს მიჭერს და ტუჩებში მკოცნის. მთელი გრძნობით, დიდი ხნის უნახავ შეყვარებულს რომ კოცნიან ისე…

მინდა რომ მაისური გავხადო, ჯერ, მაგრამ ვერ ვბედავ, ის ხომ პირველი გოგოა ჩემთვის. ამიტომ  ხელს ვაცურებ, ისევ ძუძუებთან ვარ და ძუძუს თავებზე ვეფერები, ვგრძნობ რომ მაისური ხელს მიშლის და ვხდი, თან ვცდილობ კოცნა არ შევწვყიტო. გამჭირვალე თეთრი ლიფი აცვია, ლიფის გარეშეც ისეთივე ლამაზია მისი მკერდი როგორც ლიფიანად. საკმაოდ დიდი, ლამაზად მდგომი, ვარდისფერი კერტები… ძუძუზე ვკოცნი, ცოტას ვკბენ და მისი სიამოვნება მესმის. ხელი უკვე შარვლისკენ მიდის, თან ნელ-ნელა, ისე რომ არ დავაფრთხო და არ დავაჩქარო მოვლენები. ღილის გახსნისას ვიწვალე, სამაგიეროდ “ზმეიკა” დამემორჩილა, გავხადე და ტრუსის ამარა იწვა ჩემს წინ. ვუკოცნი მთელს სხეულს, შუბლს, ცხვირს, ტუჩებს, ყელს, ძუძუებს, მუცელს. ნელ-ნელა ქვევით მივდივარ… ხელი ტრუსშია, თავის საქმეს აკეთებს… მალე ტრუსსაც ვხდი და დედიშობილაა ჩემს წინაშე.

გოგოსთან სექსი არასოდეს მქონია, არც სექსუალურ ფანტაზიებში გაუელვებია გოგონებს. მაგრამ ფაქტია დილით როცა გამახსენდა, რომ გოგოსთან სექსი მესიზმრა გაოგნებული ვიყავი, ეხლაც ეგრე ვარ.

ფიქრი არ მიყვარს, მაგრამ ძილის წინ ყოველთვის ვფიქრობ ხოლმე. მითუმეტეს მაშინ როდესაც არ მეძინება და ლოგინში ვბორგავ. არც გუშინდელი ღამე ყოფილა გამონაკლისი. ადრე დავწექი და ფეისბუქის მაგივრად მომდევნო 2 საათი ფიქრს დავუთმე, ბიჭზე ფიქრს და სანაცვლოდ გოგოსთან სექსი მესიმზრა. ყველაზე სასაცილო ისაა რომ იმ გოგოს არ ვიცნობ, მხოლოდ ფეისბუქზე მყავს დამატებული. არ უდევს ფოტოები და არ  ვკონტაქტობთ, ათაში ერთხელ თუ დავუკომენტარებ/დამიკომენტარებს ხოლმე. შესაბამისად არც ის ვიცი ხვეული თმაქ აქვს თუ არა, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ თაკო იყო.

პ.ს ყოველთვის ვამბობდი, მელას რაც ელანდებოდა ის ესიზმრებოდა-მეთქი, ხოდა ქვეცნობიერმა, თუ არაცნობიერმა, შემაშინა 😐

წითელი და შავი

ბავშვობიდან მეჯავრებოდა წიგნები სადაც უამრავი აღწერა იყო ადამიანების, ბუნების, გრძნობების, ხასიათის თუ ნებისმიერი ნივთის. მთელ 1 ან 2 საათს ვუნდებოდი იმ გვერდის ჩაკითხვას.

უკვე რამდენიმე თვეა “წითელ და შავს” ვკითხულობ (გუშინ ღამე დავასრულე). პირველად ეს წიგნი ვეკოსგან გავიგე. ისე აქო და ადიდა მეთქი ეგ არის და რაღაც სასწაული უნდა იყოს–მეთქი.

საბოლოოდ ხელში შემრჩა რომანი, რომელსაც სრულიად ალოგიკური დასასრული ჰქონდა (ჩემთვის). მთელ წიგნში აღწერილი იყო გლეხი ბიჭის გრძნობები, განცდები და თავგადასავალი, მისი წარმატებები და მოულოდნელი მარცხი. მთელი ნაწარმოების განმავლობაში ჟულიენი (მთავარი გმირის სახელი) მოცულია საოცარი ამპარტავნობით. თავი მიაჩნია არავის ღირსად. და მიუხედავად ამისა უცბად ირკვევა რომ ამპარტავნობასთან ერთად ჟულიენმა საერთოდ არ იცის საკუთარი თავის ფასი. რატომღაც მიაჩნია, რომ ყველასთვის უბრალოდ გლეხის ბიჭია, რომელიც არაფერს წარმოადგენს. ერთდროულად აღმერთებდე  და გძულდეს საკუთარი თავი საოცარ ტენდემს ქმნის და გამოდის აჯაფსანდალი.

მის სიამაყეს, სიამპარტავნობას და თვითშეფასების კრიტერიუმებს თავი, რომ დავანებოთ არც მეგობრად ვარგა. ფუკე (ჟულიენის მეგობარი) მხოლოდ მაშინ ახსენდება როდესაც დახმარება სჭირდება. ამ ნაწარმოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მეგობრობა მხოლოდ დახმარების ხელი ყოფილა.

ასევე გაუგებარია ჩემთვის მისი სიყვარული. ყველა (მდიდარ) ქალს აღიქვამს შეცდენის ობიექტად. ცდილობს შეაცდინოს, დაეუფლოს მას და ასე “გაისწოროს” თავისი, რადგან მიაჩნია, რომ მას ნამდვილ ვაჟკაცად არავინ აღიქვამს.თუმცა ქალთან გატარებული ერთი ღამის შემდეგ ხვდება რომ შეყვარებულია, თანაც თავდავიწყებით და იმის მაგივრად რომ გრძნობებს მიენდოს რაღაც უაზრო გეგმებს ხლართავს. ლაპარაკობს წინასწარ შედგენილი სიტყვებით და წინადადებებით.

ის არ ენდობა საკუთარ თავს. ცდილობს რჩევა მიიღოს ვინმე მასზე უფრო მაღალ საფეხურზე მდგომი ადამიანსგან და იმოქმედოს ისე.

დასასრული ყოვლად უაზრო და გაურკვეველი ჰქონდა. წიგნი დავხურე და მიხაროდა, რომ როგორც იქნა დავასრულე და 2–3 თვის შემდეგ მაინც დაუბრუნებ პატროონს. ასე ძალით წიგნი ჯერ არ წამიკითხავს. ყოველი ფურცლის დასრულების შემდეგ მქონდა პატარა იმედი, რომ ეხლა მაინც მოხდება რამე კარგი ან საინტერესო, მაგრამ ხელში სასოწარკვეთილი გლეხი ბიჭის არაფრისმომცემი ცხოვრება შემრჩა.

ერთადერთი რასაც მთელი ნაწარმოების განმავლობაში ვაფასებდი ეს იყო საფრანგეთის ცხოვრება ნაპოლეონის ეპოქის დასრულების შემდეგ.

ვეკო,ძალიან გთხოვ გამაგებინე რამ აგაღფრთოვანა ასე ძალიან?

სამართლებრივი გზამკვლევი ქალებისთვის

ქალთან დაკავშირებით უამრავი ხუმრობა თუ “მოწოდება” არსებობს, რომლებიც ხშირად შეურაცხმყოფელია ხოლმე (მაგ: ქალი ადამიანის მეგობარია, ქალი ვიცი “კუხნაში”, მოდი ქალო “ნასკი” გამხადე და ა.შ). იტყვით ახლა ხუმრობააოო, ისაო ესაოო, მაგრამ მეც გიპასუხებთ: “ისეთ ხუმრობას რა ვუთხარი, მასში სიმართლის მაცვალიც თუ არ იქნებათქო”

ქალი – როგორც პიროვნება აღიარებულ იქმნა შუა საუკუნეებში. მაშინ როდესაც შემოვიდა მზითვის ინსტიტუტი. მანამდე მასზე ყველანაირი უფლება მამაკაცს (მამას,ძმას,ქმარს) ენიჭებოდა. მათ შეეძლოთ მოეკლათ ღალატისთვის, დაეტოვებინათ უმემკვიდრეოთ და მოქცეოდნენ როგორც ნივთს.  მიხედავად იმისა რომ (უკვე ბანალური ფრაზა უნდა ვთქვა) 21–ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ზოგ მამაკაცში ქალის კულტი მაინც არ შეცვლილა. რაც გამოხატულია მასზე განხორციელებული ძალადობით (თუ გინდათ მამაკაცების ნერვულ სისტემას დააბრალეთ ეგრევე მუშტებზე რომ იყურებიან ხოლმე თუნდაც ქალის წინააღმდეგ). ქალისადმი დამოკიდებულება აშაკარად შესაცვლელია. თუმცა ბევრ ქვეყანასთან შედარებით (მაგ: საფრანგეთში ოჯახურ ძალადობას ყოველ ოთხ დღეში ერთი ქალის სიცოცხლე ეწირება) მშვენიერი სიტუაცია გვაქვს. ქართველ კაცებს უყვართ ქალები, ოღონდ ლოგინში და “კუხნაში”.

ქალთა უფლებების და ზოგადად ადამიანის უფლებების დამცველი არაერთი ორგანიზაცია არსებობს. ერთ–ერთი მათგანია “კონსტიტუციის 42–ე მუხლი”

“ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42–ე მუხლი” არის არასამთავრობო, არაპოლიტიკური, ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაცია,რომელიც დაფუძნდა 1997 წელს.”

25 ნოემბერი ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეა.სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციანმ  “კონსტიტუციის 42–ე მუხლი” და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებამ  “სამართლებრივი გზამკვლევი ქალებისთვის” წიგნის პრეზენტაცია გამართა.

წიგნი,რომელიც უფასოდ გავრცელდება გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. მისი მიღება შეგიძლიათ “კონსტიტუციის 42–ე მუხლის” ოფისში. წიგნის მიზანი გენდერული თანასწორობის თემაზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და საჭირო ინფორმაციის მიწოდებაა. გამოცემა განკუთვნილია ქალბატონებისთვი, თუმცა მათი წაკითხვა მამაკაცებსაც არ აწყენდათ.

წიგნში (და არა წინგში როგორც ერთ–ერთი ორგანიზატორი ამბობდა პრეზენტაციაზე) შესულია ყველა ის იურიდიული საკითხი რაც შეიძლება ქალს დააინტერესოს ცხოვრების განმავლობაში. მიბრძანდით, მიიღეთ წიგნი და გახადეთ ის თქვენი მეგობარი! ისწავლეთ საკუთარი თავის ფასი და მისი დაცვა = ))

კესო-ბესო VS ალექსანდრე-ანა

სიმართლის დროს ყველამ უყურა ალბათ და ტრანსვეტიტი ალექსანდრე-ანაც ნახა. აქამდე კესო-ბესოზე უამრავ სზიზღარ რაღაცას ამბობდნენ, მაგრამ ალბათ ამ ”ანას” გამოჩენის შემდეგ სიტუაცია ცოტა მაინც შეიცვლება.

ორივე მამრობითი სქესის ადამიანი იყო. ორივეს ქალობა უნდათ. მაგრამ მათ შორის ძალიაააააან დიდი განსხვავებაა:

1. კესოს ოპერაცია აქვს გაკეთებული

2. კესო ასე თუ ისე ლამაზი თუ არა სიმპატიურია და ანას რო შეხედავ მაიმუნი გეგონება. ქალის ტანსაცმელში სამასხარაოდ გამოწყობილი კაცი.

3.კესო სხეულით არ ვაჭრობს. საინტერესოა ანას ვინ უხდის ფულს, ვინ ახარჯავს ამდენს რომ ე.წ ”პენსია” საცხოვრებლად ყოფნის. (?!)

4.კესოს არავინ დაუმცირებია მხოლოდ შურის გამო.

5.შეხედეთ ორივეს და მეხუთეს მიხვდებით.

შეიძლება ინტელექტით ალექსანდრე მართლაც მაღლა დგას (თუ გააჩნია), თუმცა ამ შემთხვევაში ”სოფლელი ბესო” (როგორც ალექსანდრე უწოდებს) მირჩევნია.

მე – მორიელი

შემთხვევით მოვხვდი   Je m’appele Eka ბლოგზე და მორიელებზე პოსტი ეწერა =)) ბევრგან წამიკიტხავს მათ შესახებ საინტერესო მონაცემები, მაგრამ ის პოსტი იმდენად საინტეესო და ყველა სხვა დანარცენისგან განსხვავებული აღმოჩნდა, რომ მომეწონა და შემიყვარდა =]] ყოველთვის ვტრაბახობდი, რომ მორილი ვარ (თუმცა არასდროს მჯეროდა, და არც მჯერა). ხშირად არის დამთხვევები და რაც ამ ბლოგზე მოერიელების აღწერას, რომ ვკითხულობდი თიტქოს მე აღმწერათქო მეგონა.

”მორიელები იმდენად კარგად ფლობენ საკუთარ ემოციებს, რომ სახეზე ვერაფერს შეატყობთ.”

მართლა ვერაფერს შემატყობთ. ყველას უჭირს გაიგოს რა ხდება ჩემს გულში ნებისმიერ სიტუაციაში. და მე ეს თვისება ძალიან ძალიან მომწონს და ვამაყობ კიდეც.

”მორიელები ვერ იტანენ ტყუილს, თაღლითობას და მლიქვნელობის დონეზე არასოდეს დაეცემიან.” – ერთადერთი რასაც ადამიანს ვერ ვაპატიებ ტყუილი, თაღლითობა და მლიქვნელობაა. სხვა დანარცენი ნებისმიერი რამის პატიეპა შემიძლია.

Continue reading