Tag Archives: ჩანაწერი

მესაჭიროება სიახლე

სიახლე – ეს ისეთი რამეა რასაც ორგანიზმი სისტემატიურად მთხოვს. არა მარტო ორგანიზმი, არამედ სული,ფსიქიკა, გონება და ყველაფერი.

ძველ დღიურებს ვათვალიერებდი და ყველგან სიახლის არარსებობაზე ვწუწუნებ და მოვთქვამ.

4–5 წლის წინანდელ ჩანაწერებს ვკითხულობ და იგივეს განვიცდი.იგივენაირად მსურს და მესაჭიროება სიახლე ცხოვრებაში როგორც მაშინ.

რამდენიმე თვე “კარგად” ვიყავი, რადგან იყო სიახლე ჩემს ცხოვრებაში ბლოგინის სახით. მეგონა უნივერსიტეტი კიდევ უფრო არევდა ჩემს ერთფეროვან ცხოვრებას და კიდევ უფრო მეტი სიახლე შემხვდებოდა ცხოვრებაში, თუნდაც ცუდი. მაგრამ მწარედ გაღიმებული დავრჩი…

ორგანიზმი, სული, ფსიქიკა, გონება, ყველაფერი მთხოვს რაღაც ახალს. რაღაცას რაც აბსოლუტურად შეცვლის ჩემს ცხოვრებას და ცხოვრების სტილს. მჭირდება რაღაც ან ვიღაც.

დღეს პირველად დავბრუნდი შინ მოდეპრესიო 😐 როგორც წესი მსგავსი “გაფრენები” არ მჭირს ხოლმე, მაგრამ საოცრად მინდა ტირილი. ტირილი მთელი გულით, სლუკუნით და ცრემლებით… მინდა ყველაფერი გამოვიდეს ჩემიდან, ყველა ემოცია, გრძნობა…

რაღაც მჭირდება. სიახლე მინდა… და როგორ მივაღწიო ამას არ ვიცი. დავიჯერო ისევ 4–5 წელი უნდა ველოდო?