Tag Archives: ცოცხალი მუსიკა

ბანკეტმაც ჩაიარა…

გუშინ, 23-მაისს ბანკეტი მქონდა…

მზადება დილიდანვე დავიწყე, მაგრამ ინტერნეტი ჩამერთო და სულ გადამავიწყდა ყველაფერი. ერთი-ორი საათი კომპიუტერთან ჯდომაში დავხარჯე. 4-ზე სირბილ-სირბილით გავიქეცი ფრჩხილების გასაკეთებლად. ისეთი კაი გოგოა… მარტო ეგ შველის ჩემს უბედურ ფრჩხილებს ხოლმე. მანიკურს რომ მისმევდა მაშინ დავიწყე წუწუნი მაკიაჟი ცემით უნდა გავიკეთოთქო და მე გაგიკეთებო მიტხრა და 7-ის ნახევრისთვის დამიბარა.

მანამდე თმის გასაკეთებლად წავედი. როოგორ უნდა გამეკეთებინა არ ვიცოდი. ბოლოს შევიჭერი და ავიპრიხე. საყვარლად გამოვიდა. ამ დროს დასცო მაგარმა წვიმაც. = (( კიდევ კაი მანქანით მომაკითხეს. ქოლგა ძლივს ვიშოვე 8-სართულიან კორპუსსში (სახლში ასეთ ნივთებს არ ვხმარობთ და გუშინ ძალიანაც ვინანე)  სულ გუბე-გუბე ჩავედი მაიკოსთან (ფრჩხილები ვინც გამიკეთა) და სასიამოვნოდ მოვეწყვე სავარძელზე. ცოტაც და ცამეძჳნებოდა, რომ მითხრა ვსო მზად ხარო… სარკეში რო ჩევიხედე გავოგნდიიიიიიი… ვერ წარმოვიდგენდი თუ მაკიაჟი ასე შემცვლიდა. ბევრი არაფერი გამიკეთებია მაგრამ რაც იყო ისიც პირველად იყო და დიდად კმაყოფილი დავრჩი შედეგით. მადლობა მაიკოს.

სახლში ფართხა-ფურთხით ავირბინე. ბებიაჩემი,თავის ქმარი,და ბებიაჩემის და კარებთან შემეგებნენ. აბა როგორ გამოიყურებიო… უკვე ნერვები მეშლებოდა. მაგვიანდებოდა და ყველა ფეხებში მედებოდა. ზუსტად 15-წუთში ჩავიცვი,ჩანთა ჩავალაგა და კარებთან ვიყავი დარჭობილი.მაგვიანდებოდა. არა და ვერ ვიტან დაგვიანებას.

როგორც იქნა მივაღწიე რესტორან ”თბილისამდე”.ბიჭები და ვიდეო და ფოტოგრაფი ქუჩაში იყვნენ გამოშლილები.ოპერატორმა ეგრევე მოიმარჯვა ვიდეო და გადაღება დაიწყოს.ცოტა არ იყოს და მეუხერხულასავით. ამდენი თვალი მიყურებს როგორ გადმოვდივარ მანქანიდან და თან ვცდილობ ფეხსაცმელებზე სწორად ვიდგე და წონასწორობა არ დავკარგო. დარწმუნებული ვარ შეწუხებული სახე მქონდა 😀 აი ესეთ ”ვიდზე” ვიყავი სანამ დავლევდით = ))

Continue reading