Tag Archives: ხალხი

აი, ის

აი, ის ბავშვები, მანქანებს (მსუბუქი, სატვირთო, ავტობუსი, მარშუტკა) ქვებს რომ ესვრიან. ამინდის შესაბამისად – თოვლის გუნდებს.
აი, ის ლექტორები, დასწრებას რომ მაგიდაზე მუშტის რტყმით ითხოვენ და თვითონ სემინარებს აცდენენ, მეორე კვირაა. თანაც არ გაფრთხილებენ.
აი, ის ხალხი, ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაადგილება, რომ უნდათ და მგზავრობის ფულის გადახდა არა.
აი, ის მგზავრები, რომლებიც ვერ იტანენ კონტროლიორებს.
აი, ის ხალხი, ავტობუსში რომ ამოდიან და სიცივე შემოაქვთ.
აი, ის ორგანიზაციები/კომპანიები, რომელთათვისაც მთავარი facebook like-ებია.
აი, ის ადამიანები, რომლებიც ნაგავს ძირს ყრიან მიუხედავად იმისა რომ ურნა გვერდზე დგას.
აი, ის მეზობლები, რომლებიც ნაგავს აივნიდან ყრიან.
აი, ის უბანი, სადაც მუდმივად ფეიერვერკია. ამ წუთშიც.
ის ხალხი, ვინც ყველაფერს აპროტესტებს მხოლოდ იმიტომ რომ პროტესტი ევასება.
ტუტუცი მშობლების ტუტუცი ბავშვებიც.
აი, ის ფილმი, კომედია რომაა იდეაში და საბოლოოდ ვერ გაიგებ რა აღმოჩნდა.
უთავმოყვარეო ხალხი.
ლაზღანდარებიც.
უპასუხიმგებლოებიც.
არაპუნქტუალურებიც.
გამხდარი გოგოები, რომლებიც მუდმივად მსუქნები არიან მაინც.
მაივიდეო, სადაც ისევ ცესკოს რეკლამაა, ისევ უზარმაზარ ხმაზე.
აი, ის ხალხი, ვისაც უნდა რომ facebook-ს ფერი შეუცვალოს -_-

დანარჩენი თქვენ გააგრძელეთ.

კონტროლის გარეშე, ანუ მარტო მინდა!

სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ თავისუფლება მაკლია.

არ ვარ შებოჭილი, თითქმის ყველგან დავდივარ სადაც მინდა. თითქმის ყველაფერს ვაკეთებ რაც მინდა.

ოღონდ ეს ყველაფერი სახლის გარეთ. სახლში ყოველთვის ჩემთვის ვარ, მარტო. ვიცი არც აქ დამიშლიან რამეს. უბრალოდ მე თავად ვარ შებოჭილი და თითქოს განერვიანებულიც. სახლში ყველაფერი ნერვებს მიშლის და ყველაფერს ვაკრიტიკებ. სახლში ყოფნისას საუკეთესო დრო ღამის 12 დან 3–მდეა. მაშინ როდესაც ყველას სძინავს და მე ვირტუალურ სამყაროში, სოციალურ ქსელებზე ვარ.

მინდა მარტო ცხოვრება. თუნდაც რამდენიმე დღე. მარტო ცხოვრების სურვილი თავზე გადაჯმას არ ნიშნავს. არც 24 საათი “ფართების” მოწყობას და დაქალ–ძმაკაცების “დაბირჟავებას” ჩემს სახლში. უბრალოდ ეს იქნება სიტუაცია, როდესაც სახლში მოსულს არ მკითხავს არავინ სად ვიყავი, ვისთან ერთად ვიყავი და ბოლოს არ დააყოლებს რომ ამ ბოლო დროს ყოველდგე სადღაც დავდივარ და რომ საკმარისია წანწალი.არ დამჭირდება ფანტაზიის მოხმობა, რომელიც არ გამაჩნია, ტყუილის მოსაგონებლად რომ რამდენიმე საათით მაინც გავერიო იმ ხალხს რომელთან ურთიერთობაც უბრალოდ მჭირდება. სახლში მოსულს არ დამჭირდება იმის ახსნა რომ მე განსხვავებული აზროვნების ვარ და შესაბამისად ვერ მოვიქცევი ისე როგორც მათ უნდათ. სახლში მოსულს არავინ გამიკონტროლებს წყალს მაცივრიდან დავლევ თუ ონკანიდან. არავინ მეტყვის ფეხზე გაიხადე ეხლახანს დავგავეო, არავინ მეტყვის შენი ოთახი დასალაგებელიაო. არავინ მეტყვის მეცადინეობის დროს წელში გაიმართე, ნათურა აინთე, თავი გაასწორე, კალამი ნორმალურად დაიჭირეო… შუა საქმნის კეთების დროს არავინ დამიძახებს მივდივარ და კარები ჩაკეტეო და ბოლოს არავინ დარეკავს სახლში და არ მეტყვის ლივტით გამომიძახეო.

ჩემი ბუდე მინდა. სადაც მშვიდად ვიქნები, მარტო და კონტროლის გარეშე!

თუმცა ყველაფერს ორი მხარე აქვს, ისევე როგორც მონეტას…

შევიცვალე!

თანაც ძალიან.

აღარ ვარ “ის” ნათია, რომელიც 8 თვის წინ იყო.

ვგრძნობ ამ ყველაფერს და მეთვითონვე მიკვირს.

არ მეგონა ადამიანები ესე “თვალსა და ხელს შუა” თუ იცვლებოდნენ.

ერთ რამეს მივხვდი. ჩემზე ძალიან მოქმედებს ის საზოგადოება და ადამიანთა ჯგუფი რომელშიც ვიმყოფები, რომელშიც ვტრიალებ. მოქმედებს თითოეული ადამიანი და შესაბამისად ვიცვლები “მათ ყაიდაზე”. არა, მათნაირი არ ვხდები. არ ვემსგავსები სხვას. მე ისევ მე ვარ. უბრალოდ ჩემში რამდენიმე ადამიანი ცხვრობს. ხან რომელი იჩენს თავს, ხან რომელი. მე მომწონს ეხლანდელი ნათია.

რამდენიმე დღის წინ კლასელები ვნახე და რბილად რომ ვთქვათ გაკვირვებულები იყვნენ. ერთ–ერთმა ისიც კი მკითხა ზაფხულში ბლოგერებთან ერთად ისვენებდი თუ ასე ძალიან რატომ შეიცვალეო. მერე რამდენიმე კითხვა დამისვა და პასუხს პირღია უსმენდა. ბოლოს შეტრიალდა და საუბარი დაასრულა…

რამდენიმე წუთის წინ ადომ მომწერა შეიცვალეო…

ჩემს თავს ყოველდღე ვატყობ რომ შევიცვალე და რომ კიდევ ვიცვლები.

ადამინი მთელი ცხოვრება იცვლება და ეს არ უნდა მიკვირდეს, მაგრამ… უცნაური შეგრძნებაა.

თითქოს ახალი პიროვნება არის დაბადებული ჩემში. ბევრად აქტიური, მხიარული, უდარდელი, “ამჩემფეხება”, უკომპლექსო გავხდი.

ადრეც ამ ეპითეტებით “მამკობდნენ”, მაგრამ დღეს უფრო სხვანაირად.

როგორი ვიყავი ერთი წლის წინ? ვერ გიპასუხებთ. იმიტომ კი არა, რომ არ ვიცი, ან არ მახსოვს, ან მიტყდება, ან… ან რამე სხვა, უბრალოდ ვერ გეტყვით, რადგან არასდროს მიყვარდა საკუთარ თავზე საუბარი. არც ეხლა მიყვარს. მაგრამ ამ “ცვლილებებმა” უკვე ძალიან იჩინეს თავი. მე თვითონ გაკვირვებული ვარ…

მაგრამ, როგორც ავღნიშნე, მე მომწონს ეხლანდელი ნათია, უფრო სწორედ, ეხლა უკვე სიყვარულოვნა ვარ და არა ნათია.

თუმცა ყველაფერს ორი მხარე აქვს, ისევე როგორც მონეტას…

შეჩვევა ორგვარია

რამდენიმე დღის წინ გრინ მარიმ მომწერა რომ ბლოგერების შეკრებაზე აღარ მოვალო. ბუნებრივია ერთი მარტივი და ლოგიკური კითხვა გამიჩნდა: “რატომ”? პასუხი  იყო ის რისიც  ყველაზე მეტად მეშინია: “ნელ–ნელა ვეჩვევი ამ ხალხს და მერე ძალიან გამიჭირდებაო”.

შეჩვევა – ყველაზე საზიზღარი და დედააფეთქებული გრძნობაა. არაფერი მეგულება ამაზე უფრო გამაღიზიანებელი და სასტიკი.

ამ ბოლო დროს ბევრისგან გავიგე უაზროდ ვიცი შეჩვევაო, მაგრამ ეჭვი მეპარება ვინმეს ჩემს და მარის მსგავსად ჰქონდეს “აკვიატებული” ეს გრძნობა. მაგრამ, ჩემსა და მარის შორის ის სხვაობაა რომ როდესაც მარი გრძნობს “საფრთხეს” გაურბის, მე შუბლით ვეჯახები და მის თავიდან არიდებასაც არ ვცდილობ. ვიცი როგორი ექნება ბოლო თუ გაგრძელება მაგრამ ადამიანების გარეშე მაინც არ შემიძლია.

მიყვარს ხალხი, ხალხთან ურთიერთობა და სხვადასხვა საზოგადოებაში ტრიალი. მერე ამ ყველაფერს დაემატება უკვე კაი დროს გაცნობიერებული გრძნობა “მე შევეჩვიე”. თანაც უბრალოდ და მარტივად “შევეჩვიე” კი არა არამედ შევეჩვიე და ვსო.

აი როდესაც ამას ვაანალიზებ აი მანდ “მერხევა”.  სულ მინდა რომ იმ ადამიანზე, ან ადამიანთა ჯგუფზე ვისაუბრო, მათთან ვიყო, სულ ვუყურო და არ მომბეზრდეს არასდროს. კი მარტივად ჩანს ეს ყველაფერი და თითოეულ თვენთაგანს განუცდია მაგრამ, მერწმუნეთ ამას ჩემსავთ ვერავინ გაიგებს და ვერავინ იგრძნობს.

საშინელებაა!

წარმოიდგინეთ, იღვიძებ მასთზე/მასზე ფიქრით. დღე ისე გადის მასზე/მათზე ათას რამეს იტყვი და თანაც კარგს (მიუხედავად იმისა რომ იცი ცუდიც ბევრია), დღე ისე გადის რომ 4086–ჯერ ამოგიტივდება თავში ფრაზა “როდის ვნახავ?”.ნახავ და მათგან უაზროდ კმაყოფილი და დადებითი ემოციებით აღასავსე მოდიხარ იმის მიუხედავად, რომ არაფერი მომხდარა ისეთი რაც აგაღფრთოვანებდა. თუმცა მხოლოდ ნახვა და მასთან/მათთან ერთად გატარებული რამდენიმე წუთიც კი უაზროდ სასიამოვნოა.

აქ, “ბლოგის ფურცლებზე” იმის გადმოცემა რასაც ვგრძნობ და განვიცდი შეუძლებელია და ამიტომ არც გამიკვირდება წაკითხვის შემდეგ რომელიმემ რომ გაიფიქროთ მეც ზუსტად მასე ვარო.

დამიჯერეთ, არ არის ეს კარგი და სასიამოვნო გრძნობა. შეჩვევაა ეს ის არის 3 წელი ადამიანთან ურთიერთობა რომ არ გექნება, თანაც ისეთთან ვინც ტყუილებით დაიწყო და დაასრულა ურთიერთობა და 3 წლის მერეც მასზე ფიქრობ. ფიქრობ და გენატრება. იხსენებ იმ გავლილ წუთებს რომლებიც ერთად გაატარეთ. ყველაფრის დასრულებს შემდეგ და იმის გაანალიზების შემდეგ რომ ეს არ იყო, მარტივად რომ ვთქვათ, ნორმალური ურთიერთობა და ადამიანი და ამთავრებ ყველაფერს, მაინც მასზე ფიქრობ. ფიქრობ იმიტომ რომ შეჩვეული იყავი ყველაფერს. მას, მის სულს, საუბარს,საუბრის მანერას, ყველაფერი ასოცირდებოდა მასთან და ამის მონატრება 3 წლის მერეც რომ გამოგყვება უკვე ძალიან ცუდია. (არა, შეყვარებულზე არ ვსაუბ)

შეჩვევა ორგვარია: ისეთი, როგორიც იცით თქვენ და ისეთი, როგორიც ვიცი მე.

ოქროს შუალედი

თითქმის ყველა “კატეგორიის” ადამიანთან შემიძლია ურთიერთობა და მეგობრობა. არ მიყვარს ადამიანების გამორჩევა საცხოვრებელი ადგილის, ჩაცმის, აზროვნების, ორიენტაციის, რელიგის და სხვა ნიშნების მიხედვით. თუმცა ჩემს გარშემო სწორედ ისეთი ადამიანები ტრიალებენ, რომლებიც ხალხს არჩევენ და მერე ჩემი უკვირთ, თუ როგორ ვახერხებ ყველასთან მეგობრობას და საერთოს გამონახვას.

იმისათვის რომ ადამიანთან იმეგობრო არ არის აუცილებელი განსაკუთრებულ ადგილას ცხოვრება, განსაკუთრებულად ჩაცმა ან ერთნაირად აზროვნება. მეგობრებს არ ვირჩევ. უბრალოდ ვუმეგობრდები და ვსო.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა წრეში ხშირად ვხვდები და ჩემს გარშემო უამრავი ადამიანი ტრიალებს, მაინც არ ვიცი ხალხთან ურთიერთობა. უფრო სწორედ, არ გამომდის. ხშირად ვამბობ იმას რაც არ უნდა ვთქვა, ხშირად ვიქცევი ისე როგორც არ უნდა მოვიქცე, ხშორად ვაკეთებ უაზრო კომენტარებს, ხშირად “ვესწერვები” ხალხს დაუმსახურებლად და ა.შ.

თუმცა ხანდახან ისეც ხდება, რომ ვინმეს ზედმეტად მივეკედლები და მერე სანანებლად მაქვს ხოლმე.  ზედმეტი არაფერი ვარგა. არც სიყვარული, არც სიძულვილი და მითუმეტეს არც გულახდილობა. ოქროს შუალედს ვერასდროს ვიჭერ ადამიანებთან. ან მძულს და საშინლად ვექცევი, ან მიყვარს და ვგიჟდები მასზე. ამ ბოლო დროს ცოტა შემოვუძახე ჩემს თავს და ასე თუ ისე გამომდის ნორმალური ურთიერთობები და დადგენილ ზღვარს არ ვცილდები.

მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც ძალიან მიყვარს ადამიანები.

გლდანი

ბევრისთვის გლდანი პროვინციასთან ასოცირდება. ალბათ დამკვიდრებული ხუმრობების და ”ღადაობების” ბრალია. არა და მე ძალიანაც მომწონს. მართალია ხშირად ცოტა უცნაური ხალხიც შეიმჩნევა, მაგრამ აბა ვის უბანში არ არიან უცნაურები? გარშემო სულ კორპუსებია. შუაში ერთი გზა ჩამოედინება და მთლიანი უბანი იყოფა მიკროებად. ამბობენ მერვეს იქით მამალი აღარ ყივისოოო, სამაგიეროდ კარგ ტბას აკეტებენო. ხო და თბილისის ზღვაზე ”გაზაგვრა” აღარ მოუწევთ. ადგილი ნორმალურია,სიტუაცია – არაუშავს რა, ხალხი – როგორც ყველგან. მაგრამ გლდანელები არაფრით არ არიან განსხვავებულები. მე პირადად ეს უკანასკნელები მირცევნია ბევრ ”ვეიქელს”. ხალხზე ალბათ ბევრს იმიტომ ”ღადაობენ” რომ უმეტესობა სოფლიდან ჩამოსული მოსახლეობაა. თუმცა აქვე იმასაც ვიტყვი რომ ”სოფლელი” ხალხი ბევრად უფრო კარგი პიროვნებაა ვიდრე თბილისელი.

გლდანის დისნეილენდი, იგივე ვარდების რევოლუციის პარკი, საქვეყნოდ ცნობილია და ბევრს სასაცილოდაც არ ყოფნის. არა და რას ერჩიან? მშვენიერი პარკია გაშენებული, 2-15 წლამდე ბავშვი არაჩვეულებრივად გაერთობა. თუმცა არც უფრო დიდი ასაკის ხალხი მოიწყენს. ბარის პონტში გაკეთებულია რაღაც, სადც დასვენება, უკანალის ჩამოდება და ენის მოქავებას შეძლებთ. ფეხბურთის ციებ-ცხელების დროს დამონტაჟებულია უდიდესი მონიტორი და პარკის ყველა წერტილიდან შეძლებთ ფეხბურთის ყურებას, მოსმენას მაინც.

ნახევარი გლდანი ალბათ სწორედ ამ პარკში სეირნობს და ამიტომ სავარაუდოა რომ ყველანაირი ხასიათის,გარეგნობის,საქციელის ადამიანებს გადააწყდეთ და ნუ გაგიკვირდებათ განსხვავებული საქციელები. კარგად, რომ მოძებნოთ თქვენს უბანშიც იქნებიან ”მსგავსები”. ერთი კია, ნებისმიერ გლდანელს რომ ჰკითხოთ სად ცხოვრობო, გიპასუხებს პარკის წინო…

ხო და კიდევ ვერ გამირკვევია, რატომ არის გლდანი ცუდი უბანი? ან ვარკეთილი? ან თემქა? ბოლო ორი არ ამითვისებია ჯერ და ამიტომ ვერც ვერაფერს დავწერ.

მეგობრობა

ჩემი მეგობარს ბაღიდან ვიცნობ. ანუ 3-4 წლის რომ ვიყავი. თუმცა ერთმანეთთან მაინც და მაინც დიდი სიმპატიები არ გვაკავშირებდა.მერე სკოლაში გადმოვინაცვლეთ. როგორ დავმეგობრდით? ან როდის? ალბათ მაშინ როცა ყველამ ხელი ჰკრა  ცუდი ადამიანობის გამო. იცი რამდენი თვისება აქვს რასაც პიროვნულად ვერ ვიტან? ძალიან ბევრი. მაგრამ მაინც ყველაზე გამორჩეულია ჩემთვის. რატომ? მეც არ ვიცი.ალბათ იმიტომ რომ ამ თვისებების გარეშე ისეთი არ იქნება როგორიც დღეს არის. მე ისეთი მიყვარს როგორიც გავიანი და როგორიც არის.
არ მიყვრას ყველას მეგობარს რომ უწოდებენ ხოლმე. მეგობარი მარტო მესაიდუმლეს ხომ არ ნიშნავს? ბლოგზე რამდენ რამეს ვწერ, გამოდის რომ ყველა მკითხველი ჩემი მეგობარია? მეგობრობა ძალიან განსხვავებული გრძნობაა, სულ სხვანაირი ურთიერთობა ყალიბდება ორ ადამიანს შორის. მეგობარს ძალიან ცოტას ვეძახი, ალბათ 2-3ს. მე ბევრი მთვლის მეგობრად და გაუგებარია რატომ, კარგი,თბილი უერთიერთობა,დახმარება და რჩევები არ არის საკმარისი მეგობრობისთვის. რაღაც სხვაა საჭირო, ალბათ ის ვინც ბურთებივით მიგაგორებთ ერთმანეთთან და უხილავი ძაფით გადაგაბავთ.
მე მიყვარს ხალხი მაგრამ ყველას მეგობარს ვერ დავარქმევ.