Tag Archives: ხუთშაბათი

კვირიდან კვირამდე არაფერი იცვლება, ამინდის და საკითხავი წიგნების გარდა.

ჩემი მაღვიძარა ყოველ დღე (კვირის კარდა) 10:00 საათზე რეკავს და შესაბამისად ჩემი დღეც 10 საათზე იწყება. გაღვიძება არ მიჭირს, მაგრამ საწოლთან გამომშვიდობება ძალიან, მითუმეტეს უკვე აცივდა. დილის ტრადიციული პროცედურების და საუზმის შემდეგ, დაახლოებით 10:45 საათზე სახლიდან გავდივარ.

ყველაზე მეტად მარშრუტკის ლოდინი მეზიზღება. არადა, 4 მარშრუტკა მაწყობს, 100, 171, 202 და 122. ყველაზე მეტად 122 ნომერი მიყვარს, ცარიელია ხოლმე, ყოველშემთხვევაში სკამზე ნამდვილად ვზივარ და დანარჩენი მარშრუტკებისგან განსხვავებით ფეხზე დგომა და თავის ძლივს შეკავება არ მჭირდება. მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე – 122 იმდენად იშვიათადად დადის რომ სამსახურამდე მისვლა სხვა მარშრუტკით მიწევს.

დაახლოებით 11:20 საათზე უკვე სამსახურში ვარ. სახლიდან წამოღებულ საკვებს უჯრაში ვაბინავებ, სუფლიორის პულტს და პადს დასატენად ვაერთებ – აუცილებელია, თუ არ მინდა საღამოს ჩემს ეთერს საფრთხე შეექმნას. ამასობაში კომპიუტერი ირთვება. რა საკვირველია ეგრევე მუშაობას არ ვიწყებ, ჯერ ფეისბუქს ვსქროლავ – იქნება და ვინ მომწერა?! ან იქნება და რა მოხდა ქვეყანაზე? ეგეც რომ არა, ჩემი სამსახური ფეისბუქზეა.

პიემებს ყოველთვის ვასუფთავებ. მაგრამ ერთი ადამიანის პიემი შენახული მაქვს და მუშაობის ნაცვლად იმას ვკითხულობ. nothing good happens after 2am და ამ ადამიანთან ჩემი მიმოწერაც მაგის დასტურია.

computer_monotony_by_bleach_ed_na_tsu-d74j01q

დროა მუშაობას შევუდგე.

რამდენიმე საათის განმავლობაში ვცდილობ გადავქექო ჩემთვის ნაცნობი ვებ-გვერდები, ვიპოვო საინტერესო ვიდეოები, სტატიები, ფეისბუქ პოსტები, ფოტოები – და ყველაფერი ის, რაც ადამიანებს აინტერესებთ, ის რასაც ინტერნეტმომხმარებლები უყურებენ, კითხულობენ და თვალს ადევნებენ. ხანდახან მიჭირს, ხანდახან ძალიან მარტივად ვპოულობ ხოლმე. აი დღეს, ძალიან მარტივად ვიპოვე ორი გადაცემისთვის საჭირო ვიდეოები. ასე 4 საათისთვის ორივე გადაცემა მზად მქონდა.

6-ზე პირველი გადაცემა იწყება. მერე 7-ის ნახევრიდან 9-საათამდე ფანჯარა მაქვს. უსაქმურობის ფანჯარა. ამ დროს ძირითადად კითხვას ვუთმობ ხოლმე. დღეს ახალი წიგნი – “ცუდი გოგოს ოინები” დავიწყე. სხვათაშორის მომწონს. ჩემი მოლოდინი გაამართლა და დიდი მადლობა ჩემს თანამშრომელს მისი ჩუქებისთვის ❤ ის რომ არა ღმერთმა უწყის როდის მოვაბამდი თავს მის შეძენას. რატომღაც როდესაც ჯერი წიგნების ყიდვაზე მიდგებოდა ყოველთვის სხვა წიგნს ვამჯობინებდი ხოლმე, თურმე ვცდებოდი.

11158086_842544595794594_172673928_n-700x336

9 საათზე მორიგი ეთერი მეწყება. 10-ის 20 წუთზე ჩიტივით თავისუფალი ვარ ხოლმე, მაგრამ ისეთი დაღლილი, რომ სახლამდე ძლივს მივლასლასებ. ის 15 ხანდახან 20 წუთი, როდესაც მარშრუტკას ველოდები მხოლოდ მანქანის ყიდვაზე ვოცნებობ – იქნება და მეყიდა მანქანა?

10 საათისთვის სახლში ვარ ხოლმე.

და ასე ყოველ დღე – ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს. პარასკევი მიყვარს, მუშაობას ადრე ვამთავრებ და 7-ის ნახევარზე ვთავისუფლდები.

კვირიდან კვირამდე არაფერი იცვლება, ამინდის და საკითხავი წიგნების გარდა.

 

P.S დღევანდელ დღეს American Horor Story-ს მეხუთე სეზონის საუნდრეკი საოცრად უხდებოდა 🙂

 

საჩუქრები

ხუთშაბათს, საღამოს ჩემი დედიკო ჩამოვიდა და პატარა საჩუქრებიც ჩამომიტანა = ))

1.პარფიუმერიის ჩასადები.ოღონდ დიდია და სავარაუდოდ მხოლოდ მგზავრობისას გამოვიყენებ. ჯერ ამდენი ნივთიც არ მაქვს რომ ამხელა ”ჩემოდანში” ჩავყარო = )) ერთი ჩემია ერთი ჩემი დის. შავი სავარაუდოდ მე მეკუთვნის = ))

2.ესენი ფეხზე ულამაზესებია = ))

3.ფრჩხილის მოსავლელი ”ნივთები”. ძალიან დიდი ხანია რაც ყიდვა მინდა, მაგრამ ხარისხიანი საკმაოდ ძვირი ღირს და ბოლოს დედიკომ მაჩუქა.

4.შოკოლადები, რომლის სურათებიც არ მაქვს გარკვეული მიზეზების და გამო = ))