Tag Archives: ჯავახიშვილი

როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება

უნდა დამეწერა დიდი ტუტორიალი იმის შესახებ რომ დაფინანსების მოსაპოვებლად საჭიროა …. და ეჭვი არ მეპარება რომ არაჩვეულებრივად იცით როგორც გავაგრძელებდი, მაგრამ….

აბიტურიენტობა არც ისეთი მძიმე აღმოჩნდა როგორც წარმომდგინა. ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო უნივერსიტეტების არჩევა იყო, თანაც შეზღუდული ვიყავი, დედამ გამაფრთხილა მხოლოდ ის უნივერსიტეტები ჩაწერე სადაც გადასახადი 3000 ლარამდეაო. პირველი ჯავახიშვილი ჩავწერე, მეორე თავართქილაძე და მერე გავიჭედე. ყველა კარგი უნივერსიტეტი ძვირი იყო, თუმცა რახან საკუთარი თავის იმედი და რწმენა, რომ პირველში ან მეორეში მოვხვდებოდი, დანარჩენ ხუთზე ბევრი არ მიფიქრია.

მეორე კურსზე ვარ უკვე და ვსწავლობ იქ სადაც მინდოდა, და დაფინანსებაც მაქვს 50% თუმცა, ეხლა, როცა ჩემი და აბარებს და მის ფაკულტეტზე მხოლოდ 100%-იანი დაფინანსებაა და იმედი ნაკლებად რომ მოიპოვებს, ცოტა რთულდება ყველაფერი. ფაქტიურად დედაჩემს მოუწევს წელიწადში 1125+2250=3375 ლარი გადაიხადოს. ამას + გზის, ქსეროქსების, წიგნების, კვების და ა.შ გადასახადი, რომელიც წლის ბოლოს ბევრ ათასს აღწევს. საშუალო სტატისტიკური მოქალაქისთვის, რომელსაც ასევე საშუალო სტატისტიკური ხელფასი აქვს, რთულია იხადოს წლიურად ბევრი ათასო. ჰო, დამავიწყდა, ძმაც მყავს რომელიც ემზადება ინგლისურში, რუსულში და დადის სკოლაში რა თქმა უნდა.

ხშირად მსმენია, რომ  კონკურსი სადაც ხმის მიცემა ან ლაიქია საჭირო მარაზმია, მაგრამ თუკი ეს ეხება სწავლის დაფინანსებას why not? ცდა ბედის მონახევრიაო ხომ გაგიგიათ? საქართველოს ბანკის ინიციატივით, სტუდენტებს გეძლევათ საშუალება გადაიღოთ 1 წუთიანი ვიდეო  avi ან mov ფორმატში, სადაც უნდა აღწეროთ რატომ არის სწავლა თქვენთვის მნიშვნელოვანი, ატვირთეთ ვიდეო  istudy.ge-ზე,დააგროვე ყველაზე მეტი ხმა და მიიღე დაფინანსება.  კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ  სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უკვე ირიცხებიან საქართველოს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში, [nea.ge]ბაკალავრიატსა ან მაგისტრატურაზე. კონკურსის პირობებს შეგიძლია გაეცნოთ ამ ლინკზე.

მაშინ როდესაც ოჯახში ბევრი ბავშვია, ან თუნდაც ერთი, და როდესაც სწავლას ვიღაც ან რაღაც გიფინანსებს ძალიან დიდი შეღავათია, მითუმეტეს რომ ამ დაფინანსებისთის ფაქტიურად მხოლოდ 1 წუთი დახარჯეთ, და ჰო, ის წუთები როდესაც ვიდეო საიტზე იტვირთებოდა. კონკურსი პირველ სექტემბერს დაიწყო და მასში ჩართვა ნებისმიერ დროს, დასრულებამდე შეგიძლიათ, კონკურსი კი 30 სექტემბერს, ღამის 12 საათზე დასრულდება. სანამ ვიდეოებს ჩაწერთ თვალი გადაავლეთ საჩვენებელ ვიდეოებს:

და

წარმატებებს გისურვებთ ყველას, მათ შორის ჩემს დასაც და ვინ იცის იქნებ მეც ჩავწერო ვიდეო, მერე რა რომ არავიდეოგენური ვარ ^^ დაფინანსება ყველას უნდა 🙂

მე და ის

ეს ის ღამე იყო როდესაც აღმოვაჩინე, რომ ჯავახიშვილში კი არა თავართქილაძეში მოვხვდი და გამწარებული ვცდილობდი რაიმე ინფორმაცია გამეგო ამ უნივერსიტეტის შესახებ. როგორც გავარკვიე მათი საიტი გინდ ყოფილა გინდ არა, იქ ვერანაირ საჭირ–ბოროტო საკითხს ვერ მივაკვლიე. ბოლოს უკვე ფეისბუქზე დავიწყე ხალხის ძებნა, იქნებ ვინმე იქ სწავლობდა და მეც დამხმარებოდა და მწირი ცოდნა მაინც მიმეღო. სწორედ ამ დროს მომწერა, მე ვსწავლობ თეუსუ–შიო, გამიხარდა რომ ვიღაც მაინც აღმოჩნდა მთელი 500–კაციდან. არ ვიცი როდის ან რატომ დავიმატე მეგობრებში მაგრამ ფაქტი იყო, რომ ძალიან დამეხმარა. ყველა ნიუანსი გამაცნო, წესები თუ ადგილმდებარეობა. ბოლოს ნომრები გავცვალეთ და სწავლა რომ დაიწყებოდა ერთმანეთი უნდა გვენახა. რამდენიმე დღეში ისევ მომწერა, რა ქენი დარეგისტრირდიო? მიაგენიო? მიქო და მიდიდა მთელი თეუსუ, მაგრამ მარის თქმისა არ იყოს მიმიქარავს უიზლების სახლი შენობა ისეთ მდგომარეობაში იყო.

პირველად მაშინ დავინტერესდი ამ ადამიანის ვინაობით, როდესაც სწავლა უნდა დაწყებულიყო. ბოლო–ბოლო ნახვას ვგეგმავდი. სურათებში შევედი და მალევე გამოვედი. ვიღაც უბრალო, უგემოვნო, საშინელი ფოტოების მქონე მეგონა. სწავლა, რომ დაიწყო ნახვა ვერ მოვახერხე. მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ ამეტუზა მეოთხე სართულზე (სადაც იურისტები არიან. თვითონაც იურიდულზე სწავლობდა, მეორე კურსზე). გამოველაპარაკეთ ერთმანეთს და დავასკვენი, რომ ადამიანზე ფოტოებით არ უნდა იმსჯელო. მეორე დღეს მახსოვს კიდე, ჩემს აუდიტორიაში იჭყიტებოდა მე მეძებდა და ამ დროს გვერდით ვედექი (სიბრმავე თურმე თავიდანვე გქონდა და “იმას” ტყუილად ვაბრალებდი). ნელ–ნელა შესვენებზე ვნახულობდი, ვჭორაობდით ბლოგერბზე და თითქმის ყოველდღე ვეუბნებოდი ბლოგი გააკეთეთქო. პირველად მაშინ მივხვდი, რომ “ვერ იყო” როცა მითხრა შეყვარებულს რბილი “ლ”–ს გამო დავშორდიო და თან გამაფრთხილა არ დამცინოვო.

ამის მერე მოხდა ის, რომ ბლოგიც გააკეთა, აქტიურიც გახდა და პირველად ვერის ბაღშიც მოვიდა. პირველად რომ შუბლზე კოცნა დავუპირე მისი შეშფოტებული სახე არ დამავიწყდება, რატომღაც ჩემგან სხვას ელოდა… სამაგიეროდ ეხლა როცა ვეუბნები გაკოცოთქო შუბლს მიშვერს და ელოდება როდის ვაკოცებ. ჩვენმა ყოველდღიურმა ურთიერთობამ განაპირობა ეს და დღეს ბედნიერად ვცხოვრობთ ❤

უაზრო მოლაპარაკება ანუ თეუსუს თსუ–ს უერთებენ #3

ფეიქბუქზე აქტიური მოწოდებები და “ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ თეუსუელებო” კვლავ გრძელდება. დღეს თეუსუს რექტორი და თვითმართველობის წევრები მოსალაპარაკებლად ბრძანდებოდნენ ბატონ დიმიტრი შაშკინთან. უკან დაბრუნებულებმა სააქტო დარბაზში მოგვიწოდეს და გვითხრეს რომ თეუსუს თსუ–სთან შეერთების საკითხი გადაწყვეტილიაო.

სიტყვით გამოვიდა ბატონი რექტორიც და სიმართლე გითხრათ მისი საუბრიდან მხოლოდ იმ დასკვნის გამოტანა შევძელი,რომ უნივერსიტეტების გაუქმება და სხვა უნივერსიტეტებთან შეერთება ერთადერთი გზა არის ევროპული სტანდარტებისკენ(?!).

2010–2011 სასწავლო წელს ჩვენი უნივერსიტეტი (თეუსუ) გააგრძელებს ჩვეულ მუშაობას, ჩვეულ რეჟიმში, ჩვეული ლექტორებით, მხოლოდ თსუ–ს ლოგოს ქვეშ. მეოთხე კურსდამთავრებულები მიიღებენ თსუ–ს დიპლომს.თუმცა ჩემთვის გაურკვეველია, სტუდენტს,რომელმაც გაიარა აბსულუტურად სხვა საგნები და სხვა პროგრამა როგორ უნდა გადაეცეს სხვა უნივერსიტეტის (თუნდაც თსუ–ს) დიპლომი. ასევე წარმოუდგენელია ჩემთვის ერთი უნივერსიტეტის ქვეშ არსებული ორი განსხვავებული ტიპის იურიდიული ფაკულტეტის არსებობა.

როგორც ზევით ავღნიშნე, ბატონ დიმიტრთან ბრძანდებოდნენ ბ.ნ რექტორი და თვითმართველობის წევრები. ერთ–ერთი მათგანი იყო აქტიური სტუდენტი თამარ შერმადინი, რომელმაც ფეისბუქის საშუალებით დაახლოებით გაგვაცნო ის საკითხები,რომლებიც განიხილეს და რომლებზეც შეთანხმდნენ:

“დღეს დილით 10სთ-ზე(ჩემთვისაც მოულოდნელად) თვითმმართველობის პრეზიდენტი მისაბიშვილი, რექტორი და მე(თამარ შერმადინი-რიგითი სტუდენტი) შევხვდით ბატონ შაშკინს და კვიტაშვილს(თსუ-ს რექტორი). ამ შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა ის კითხვები, რომელიც ასე აქტუალურია.
1.ოპტიმიზაციის მოტივი-განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, თეუსუ გადაყვანა თსუ-ს ქოლგის ქვეშ რათა თსუ-ს ბიუჯეტიდან ჩვენც გამოგვიყონ თანხა
2. პირადად მინისტრმა მოგვცა სიტყვიერი გარანტია რომ ეს სასწავლო წელი ყოველგვარი ცვლილების(შენობა, ლექტორი, შეფასების სისტემა) გარეშე დამთავრდება. ხოლო მომავალი წლისათვის თეუსუსა და თსუ-ს სპეციალური კომიტეტები იმუშავებენ.
3. ფაკულტეტები რომელიც არ აქვთ-აუცილებლად შენარჩუნდება”

ამ ყველაფრის მოხსენებას სააქტო დარბაზში აპირებდნენ. ჯერ არსებულმა “ბაზარმა” შეუშალა ხელი, შემდეგ ქვევიდან დარეკეს და ჯერ გვთხოვეს შემდეგ მოგვთხოვეს, თუ შეიძლება დატოვეთ მეოთხე სართული, შესაძლოა ჩაინგრესო (?!). უკაცრავად და, თუ ასეთი საფრთხე არსებობს, რა თავებს ვიკლავთ ამ შენობის შესანარჩუნებლად?

საბოლოოდ გამოვიდა,რომ აქციის საფუძველი აღარ არსებობდა, რადგან აღარ იყვნენ ინფორმაციულ ვაკუუმში და დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ რაც უკვე იცოდნენ. ანუ ისევ გაურკვევლობაში ვართ. გარკვეული მხოლოდ ეს ერთი წელია. რა გველის სექტემბრიდან არავინ იცის.

მიუხედავად თითქოს უკვე გარკვეული ყველა უცნობი ფაქტისა, მაინც ვრცელდება შემდეგნაირი ჭორები: “გვაბოლებენ,ჩვენ მაღლივში გადავყავართ”, “თსუ–ს პირველი და მეორე კორპუსებიც გაყიდულია და ისინიც მაღლივში მიდიან”, (მაგრამ ამ მაღლივში რამდენი უნდა დავეტიოთ ვერ ვხვდები), “გაერთიანდება ფაკულტეტები და სწავლას გავარძელებთ ისე,როგორც რიგითი თსუ–ელები”… მოკლედ,როგორც ჩანს ისევ ინფორმაციულ ვაკუუმში ვართ და საითკენაც ქარი წაგვიღებს იქითკენ მივექანებით  “ვითარცა ლერწმის რტო”.

ბატონ დიმიტრი შაშკინს ისე  გამოუვიდა, თითქოს  “სახელმწიფო უნივერსიტეტია და რასაც მინდა და როგორც მინდა ისე ვუზამოო”.

პრობლემა ჩემში ყოფილა

როდესაც რაიმე ახალს არც თუ ისე კარგ ხასიათზე და არც თუ ისე კარგი განწყობით ხვდები, პირველი ემოცია დიდხანს გრძელდება და პირველი შთაბეჭდილება ხშირად სამუდამოა ხოლმე, განსაკუთრებით ადამიანების და რაიმე საზოგადოებრივი ჯგუფის მიმართ.

როდესაც ჯგუფთან ერთად ექსკურსიაზე მივდიოდი არ ვიცი რისი, მაგრამ რაღაც კარგის (თუნდაც მცირედის) იმედი მქონდა. თითქოს მეგონა რომ აუდიტორიაში არსებული სიტუაცია შეიცვლებოდა.

მაგრამ იმასაც მივხვდი, რომ გამუდმებული უკმაყოფილება ჩემში არსებული პროტესტის ბრალია. პროტესტისა რომელიც ჯავახიშვილს უკავშირდება და აკვიატებულ სურვილს იქ ყოფნისას.

ისიც ჩემი ბრალია,რომ ვერ ვერთობი “ამის პატრონმა რა ქნას” თამაშით, როდესაც ფანტაზია მძღოლს ვერ სცდება, ვერ ვერთობი საშინლად უგემოვნო სიმღერების მღერით და ცანცარით, ვერ ვერთობი, როდესაც არაყს ისხამენ მუცელში და არა სხვამენ, ვერ ვერთობი მაშინ როდესაც დანაყრების მერე ყველა თავის პონტშია და დანარჩენები კიდია, ვერ ვერთობი მაშინ როსესაც 2–3 ადამიანი ცეცხლთან ჭორაობს, 2–3 სკამზე ზის, 2–3 ვიღაცის ტვინის ბურღვას უსმენს (სიმართლესაც რომ ლაპარაკობდეს მთვრალი ადამიანის მონოლიგი ყოველთვის ტვინის ბურღვაა), 2–3 სულ “სხვა სამყაროშია”… მოკლედ, ერთი შეხედვით უკმაყოფილი დავრჩი, თუმცა მთლიან დღეს საბოლოოდ მაინც არ ვთვლი ტყუილად გადაყრილ დროთ…

ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს!