მე და პოკერი
Posted by siyvarulovna in სხვა და სხვა on May 29, 2012
ბოლო ერთი წელია განსაკუთრებული სიხშირით მესმის სიტყვა “პოკერი”. თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი, უბრალოდ ვერ ვინტერესდებოდი, მაგრამ როდესაც ყველა, დიდიან პატარიანად, პოკერში ჩაეფლო და ფეისბუქზე ჩემთვის უცნაურ და გაუგებარ სტატუსებს აშეარებდნენ ”გამიტყდა” რომ არსებობდა რაღაც რაც არ ვიცოდი.
პოკერის სწავლების სურვილი პირველად რამდენიმე თვის წინ ჩემს მეგობრებს გაუჩნდათ. მაგრამ, ისე ამიხსნეს რომ ვერაფერი ვერ გავიგე, შესაბამისად ვერ ვითამაშე და საბოლოოდ მწარედ დაცინული დავრჩი. არადა ამბობდნენ, ისეთი მარტივია ისეთი მარტივიო, ჩემი ფეხები, მარტივი, ვერაფერიც ვერ გავიგე და ეს ყველაფერი ცუდი მასწავლებლების ბრალია!
რამდენიმე კვირის წინ მეგობართან ვიყავი სახლში. ერთი იჯდა კომპიუტერთან და რაღაცას უკირკიტებდა, მეორეს ეძინა, მე ჯერჯერობით ცივი ყავის სმით ვიქცევდი თავს. მაგრამ, ყავის გათავება და ჩემი მოწყენა ერთი იყო. მივუჯექი კომპიუტერში მოკირკიტე გოგონას და აღმოჩნდა რომ აჭარაბეთზე პოკერს თამაშობდა. შიგადაშიგ ილანძღებოდა, ხან ტაშს უკრავდა და ყველაზე ხშირად ჩემთვის უცნობ სიტყვებს წარმოთქვამდა. 40 წუთი გაუნძრევლად ვიჯექი მის უკან და ვაკვირდებოდი რას შვრებოდა, როდის “ჩექ” იყო და როდის “ფოლდ”, საბოლოოდ პოკერის ანაბანა ვერ გავიგე მაგრამ, რაღაც მუხტი დავიჭირე. სახლში დაბრუნებულს რაღაც მაკლდა და გამახსენდა პოკერი და მივხვდი, რომ მე რომ თამაში მცოდნოდა აუცილებლად ვითამაშებდი ონლაინ და აუცილებლად წავაგებდი ბევრ ფულს. აბა მე არასდროს გამიმართლებდა და
აქ ჯერ კიდევ ვთვლიდი რომ იღბლიანი ვიყავი რადგანაც თამაში ვერ, უფრო სწორად არ ვისწავლე.
ერთი კვირის წინ აჭარაბეთმა პოკერ ტურნირი მოაწყო ბლოგერებისთვის. პირველად სწორედ წინა კვირას დამწყდა გული რომ არ ვიცოდი თამაში. მინდოდა ვმჯდარიყავი პოკერის მაგიდასთან, მდებოდა წინ ჩიპების გორები და მეთქვა ის უცნაური “ფორმულები” რასაც ასე თამამად და დაუნდობლად ამბობდნენ დანარჩენები. გარდა ამისა პრიზები იყო ფრიად მომხიბლავი: პირველ ადგილზე გასულს წილად ხვდა კინექტი+იქსბოქსი, და მეორე ადგილზე გასულს პოკერის ჩიპები. არაუშავს, სხვა გასართობი ვიპოვე – ლუდი! მეგონა მუსიკა იქნებოდა ისეთი, ტრაკის გაქნევა რომ შესაძლებელი ყოფილიყო, მაგრამ მუსიკასთან ერთად გარემოც საჭიროა. გარემოს ნაწილი კი დაძაბული პოკერს თამაშობდა, შესაბამისად პოკერის მაგიდიდან 2 მეტრში ცეკვის დაწყება და დუნდულების ქნევა ცოტა რთულია, თანაც მაშინ როდესაც არავინ ცეკვავს.
საბედნიეროდ დიიდი პოკერის მაგიდის გვერდზე პატარა პოკერის მაგიდა დაიდგა, სადაც მანქიმ პოკერის უცოდინრებს მცირეოდენი გაკვეთილები ჩაგვიტარა და თემუჩინმა იმდენად იოლად აუღო ალღო, რომ ვირტუალური 27 ლარიც კი მოიგო.
საბოლოო ჯამში: პოკერს თამაშობდა 10 ბლოგერი საოცრად დაძაბულ სიტუაციაში. გაიმარჯვა შპილერამ. მეორე ადგილზე გავიდე გიორგი კონტუაძე. წაგებულები თავიანთ წაგებას გამოუცდელობას ან დაუკვირვებლობას, ანდაც სისწრაფეს აბრალებდნენ. დავასკვენი რომ პოკერში მთავარი დოდის მიერ ნათქვამი “პოკერფეისია”.
20-მდე ბლოგერი, ვსვამდი ლუდს, პირადად მე ვგულშემატკივრობდი მაგიდაზე მყოფ ერთადერთ გოგონას დოდის, რომელიც სამწუხაროდ გამოეთიშა თამაშს და ფინალამდეც ვერ მივიდა.
კარგი საღამო, ნამდვილად კარგი საღამოა.
პ.ს ოდესმე აუცილებლად ვისწავლი პოკერს!
დასაქმება სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად
Posted by siyvarulovna in სხვა და სხვა on May 23, 2012
მას შემდეგ რაც სტუდენტი გავხდი უშედეგოდ ვცდილობ ვიპოვო რაიმე სამსახური რომელიც იქნება ნახევარ განაკვეთზე და არ ენდომებათ გამოცდილება. მქონდა მცდელობა მემართა ფეიჯი, რომელიც ერთი შეხედვით ადვილი ჩანდა, თუმცა მაინც მოითხოვდა მთელ დღეს კომპიუტერთან. საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ მეორე კურსს ვასრულებ და სასურველი სამსახური ვერ ვიპოვე, სასურველს ვინ ჩივის, ისეთი სამსახური რომელზეც CV-ს გავაგზავნიდი. უმეტეს შემთხვევაში დამაბრკოლებელი ორი გარემოება ხდებოდა: 1. სამუშაო გამოცდილება; 2. უნივერსიტეტის დიპლომის მოთხოვნა. ვინაიდან ვერც-ერთს ვაკმაყოფილებდი ჩემი cv უფუნქციოდ განისვენებდა D დისკზე.
დაახლოებით ერთი კვირის წინ ანნას პოსტი ვნახე, საკმაოდ ხმაურიანი და მიმზიდველი წინადადებით – სამუშაო გამოცდილება საჭირო არ არისო. საბოლოოდ აღმოჩნდა რომ ალდაგის ფეიჯზე ორ პოზიციაზე აქვთ ვაკანსია: სამედიცინო სატელეფონო ქსელის ოპერატორი და სადაზღვეო აგენტი. მართალია ანასი მჯერა, და დავრწმუნდი რომ სამუშაო გამოცდილება ნაკლებად სჭირდებოდა აღნიშნულ პოზიციას, მაგრამ გადავწყვიტე თავად გადამემოწმებინა ეს ყველაფერი ალდაგის ფეიჯზე.
აღმოჩნდა რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე ძირითადად 18-25 წლის ახალგაზრები საქმდებიან და საკმაოდ წარმატებული კარიერის აწყობას ახერხებენ. ალდაგი ბისიაი საშუალებას გაძლევთ გქონდეთ სამსახური საკმაოდ კარგი ანაზღაურებით და გაძლევთ შანს შეისწავლოთ ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადი პროფესია. ამისათვის ტარდება ტრენინგები და უკვე დატრენინგებული იწყებ სამუშაოს. ყველაფერი შენზე და შენს ენთუზიაზმზეა დამოკიდებული.დასაქმების პერიოდში სწავლობ ყველაფერ იმას რაც აგენტისთვისაა საჭირო და აუცილებელი. შანსი გეძლევა თვეში 400-800 ლარი იშოვო. რა თქმა უნდა რაც უფრო მეტს გაირჯები, მით მეტი იქნება შენი შემოსავალი. გარდა ამისა, აღნიშული ვაკანსია, საშუალებას გაძლევს შეუთავსო სხვა სამსახურიც, რადგან თავისუფალი გრაფიკია. ჩემს შემთხვევაში “სხვა სამსახური” სწავლაა. ძალიან გული მწყდება რომ ალდაგის შესახებ თავის დროზე არ მოვიძიე ინფორმაცია და არ მიცდია ვყოფილიყავი სადაზღვეო აგენტი. ალდაგი ბისიაი 2010 წლიდან ფართო სააგენტო ქსელს ქმნის, ანუ იქიდან მოყოლებული რაც მე ჩავაბარე და სტუდენტი გავხდი. შემეძლო ვყოფილიყავი იმ 690 დატრენინგებულს შორის, რომლებმაც ტრენინგი 2011 წელს გაიარეს. გამოდის, რომ მთელი ის დრო, რაც სხვადასხვა ფეიჯებზე ბოდიალს დავუთმე, შემეძლო მარტივად ვყოფილიყავი აგენტი და მერე უკვე უფულობის დაბრალება მხოლოდ ჩემი თავისთვის მომიწევდა.
ბევრი ფიქრი მემგონი არ სჭირდება, როდესაც დავლაგდები აუცილებლად შევავსებ ალდაგის ფეიჯზე ვაკანსიის განაცხადს და შევეცდები ყველაფერმა ისე ჩაიაროს როგორც მე მინდა. თვეში 400 ლარი რიგითი სტუდენტისთვის ურიგო არ არის, მეტსაც გეტყვით, ფრიად დამაკმაყოფილებელია, თანაც, თუ მოვინდომებ და სათანადოდ გავირჯები პრემია 800-ლარამდე ავა ^_^ ყოველშემთხვევაში, იმ პერიოდში მაინც სანამ სტუდენტი ვიქნები და არ მექნება საშუალება დავსაქმდე საკუთარი პროფესიით, ვეცდები ვიყო ალდაგი ბისიაის სადაზღვეო აგენტი.
P.s დღეს შევეცადე სტუდენტების აზრი გამეგო რას ფიქრობენ სადაზღვეო აგენტზე და იმუშავებდნენ თუ არა აგენტებად. უმეტესობის პასუხი იყო რომ იმუშავებდნენ იმ პერიოდში მაინც, სანამ საკუთარი პროფესიით შეძლებდნენ დასაქმებას. გარდა ამისა ფრიად იხიბლებოდნენ თავისუფალი განაკვეთით. სამწუხაროდ, მათი 99% უარს ამბობდა რომ ვიდეო გადამეღო. რისი ჩაწერაც მოვახერხე ეს არის:
პარასკევი საღამოსავით
Posted by siyvarulovna in დღიური on May 22, 2012
იცით როგორ ვგრძნობ თავს? რთული სამუშაო და საპახაო კვირის მერე, პარასკევ საღამოს სადმე რომ გაერთობი, დალევ, იცეკვებ და ა.შ და შინ კმაყოფილი და ბედნიერი დაბრუნდები. შაბათ დილით რომ ღამის ამბებს იხსენებ ჯერ კიდევ ლოგინში და სიამოვნებისგან ღიმილთან ერთად კრუტუნიც რომ გინდა. ზუსტად ასე ვარ, მიუხედავად იმისა რომ კვირა ჯერ ეხლა დაიწყო და არც ისე რთული ყოფილა და დღეს შაბათის მაგიერ სამშაბათი დილაა.
ცოტა გრადუსში, ძალიან კმაყოფილი, ძალიან კარგ ხასიათზე და ფეხებ ატკივებული დავბრუნდი გუშინ ღამით სახლში. ეფესმა კარაოკე კლუბში რამდენიმე ბლოგერი დაგვპატიჟა და ყველას ჩვენ ჩვენი სახელობითი მაისურები და ლუდები გვაჩუქა.
მაისურის და სპეციალურად ჩემთვის ჩამოსხმული ლუდის გარდა ეფესმა ფრიად სასიამოვნო საჩუქარი გაგვიკეთა ყველა იქ მყოფს, რომელიც განსაკუთრებით ნაპახმელიარზე მყოფს გამოადგება. 6 ბოთლი ეფესი <3
თუმცა, სანამ გართობას და ტინგიცს დავიწყებდით ეფესის ახალი კლიპი გვანახეს. წარმოიდგინეთ, 18-მდე ბლოგერი განაწილებულია ორ მაგიდასთან და ორივე მაგიდა ხმაამოუღებლივ და თავის გატოკების გარეშე შეჩერებულია ეკრანებს სადაც ეფესის სარეკლამო რგოლი ტრიალებს. იქ უნდა ყოფილიყავით რომ ამ სიჩუმით დამტკბარიყავით. მაგრამ, კლიპს თუ თქვენც უყურებთ ნამდვილად არ დარჩებით წაგებულები, განსაკუთრებით ბოლო ნაწილში.
ეფესი პირველად შარშან, ბათუმში დავლიე და ფრიად მოვიხიბლე. სასიამოვნო დასალევია და არაყთან ერთად ძალიან გრადუსიანიც. გუშინდელიდან ყველაზე კარგად რაც მახსოვს, ის არის რომ ეფესის გახსნით მოვიხიბლე. როგორც წესი ლუდებს, შუშის ბოთლში, სჭირდებათ სპეციალური გასახსნელი რომლითაც უნდა ახადოთ თავი. ეფესის ბოთლის გასახსნელად საკმარისია თავსახურის შემოტრიალება და ყველაფერი იქნება არაჩვეულებრივად.
გუშინ, სახლში რომ მოვედი გრადუსში მყოფმა, და შეიძლება ითქვას მთვრალმა, დავიწყე ამის წერა. დილით გადავხედე და მივხვდი რომ მხოლოდ “აუ რა მაგარი იყო”, “აუ ძალიან გაასწორა” ტიპის ფრაზებით მქონდა გაჯერებული პოსტი, რაც პრინციპში სიმართლეს შეესაბამებოდა. უბრალოდ მსგავსი სტატუსებისთვის ფეისბუქიც არსებობს.
ორი-სამი ჭიქის და ცოტა “სასმლის მოკიდების” შემდეგ თამაში და კარაოკეც დავიწყეთ. იყო რუსული ძველი სიმღერები (მაგ: “ანა ვსორავნო”), ინგლიური პაპსა (მაგ: ბრიტნი სპირსის “ჰით მი ბეიბი ვან მორ თაიმს”), მეტალიკა, რომელიც მხოლოდ ანნამ შეასრულა გამორთული მიკროფინით. რაც მთავარია არც-ერთი დავყრუებულვართ ამდენ უსმენოს შორის : ) და ყველანი უვნებლები დავბრუნდით სახლებში.
ვინ როგორი პახმელია აწუხებს ეგ უკვე მათი გადასაწყვეტია
ეს კი ვიდეო, ფრანგმენტები გუშინდელი საღამოდან.
p.s როგორც აღვნიშნე თავს ისე ვგრნობ თითქოს კვირის დასასრულია და ვიკენდი მელის წინ-მეთქი, ალბათ ამან განაპირობა რომ ლექცია-სემინარზებზე წასასვლელად თავი ვერ ავწიე.
idaho თბილისში
Posted by siyvarulovna in სხვა და სხვა on May 17, 2012
ბასის განცხადებით, ჰომოფობიის დაძლევა პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასთან, მაგრამ ჩვენ დემოკრატიაზე პრეტენზია არავითარ შემთხვევაში არ უნდა გვქონდეს.
ვინც მიცნობს იცის, რომ ლგბტ საზოგადოების მიმართ საკმაოდ ლოიალური დამოკიდებულება მაქვს. არ აღვიქვამ მათ არც ავადმყოფებად და არც გადაჯიშებულ ქართველებად. მაგრამ, იდენტობის დღევანდელმა გეი მსვლელობამ, რომელიც იდეაში ჰომოფობოოის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურებოდა, საბოლოოდ ჰომოფობიის გაღვივებას შეუწყო ხელი.
საქართველო და საქართველოს მოსახლეობის განვითარების დონე არ არის იმ სიმაღლეზე რომ ქუჩაში მოწყობილი გეი მსვლელობა ნორმალურად მიიღოს. მათთვის ეს ყველაფერი ასოცირდება ტანგა ტრუსებში გამოწყობილ და ფარშევანგის ბუმბულებით შემოსილ ტიტლიკანა კაცებთან.
იდენტობის მიერ, დაანონსებული იყო, რომ გეი მსვლელობა, რომელიც გაიგივდა აღლუმთან, მოეწყობოდა ფილარმონიიდან რუსთაველის გავლით. აქტივისტები გაფრთხილებულები იყვნენ რომ პოლიცია მათ დაიცავდა მთელი მსვლელობის განმავლობაში. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, პოლიციამ დახედა ფილარმონიასთან ხალხს და გაუდგნენ თავიანთ კვადრატში გზას. მსვლელობის დროს, რუსთაველზე, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი აღუდგა წინ მონაწილეებს და მოითხოვდნენ, რომ შეეწყვიტათ მსვლელობა და დაშლილიყვნენ. როგორც ვიდეოებიდან, სტატიებიდან და თვითმხილველებისგან გავიგე შეხლა-შემოხლა დაწყებულა. აგრესიის ინიციატორის დასახელება ჭირს. მავანნი ამბობენ რომ სამღვდელოებამ გადაწყვიტა მსვლელობის მონაწილეების დარბევა და ცემა, ხოლო სატელევიზიო სიუჟეტის მიხედვით ვინმე დემეტრაშვილმა გაილაშქრა სამღვდელოების წინააღმდეგ და სწორედ მას მოხვდა. მაგრამ, ცნობილია რომ დაზარალებული მხოლოდ ერთი კაცი არ არის, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს.
როგორც ვიცი, შარშან იდაჰოს დღე (international day against homophobia) მშვიდობიანად დასრულდა. მიუხედავად იმისა რომ არც პლაკატები აკლდა და არც დროშის ფრიალი. მაშინ რამ გამოიწვია დღევანდელი სიტუაცია? ალბათ არაორგანიზებულებამ, იმან რომ გავრცელდა ინფორმაცია რომ ეწყობოდა აღლუმი, და არა მშვიდობიანი აქცია, იმან რომ იდენტობას არ გააჩნდა გეგმა B, იმან რომ არ გაითვალისწინეს მოსალოდნელი საფრთხეები და ა.შ. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ინდენტობის წევრები მსვლელობაში მონაწილეობის სანაცვლოდ იხდიდნენ ფულს, რადაგანაც არც-ერთ ჭკუათმყოფელ ლგბტ საზოგადობის წარმომადგენელს არ ჰქონდა სურვილი მიეღო მონაწილეობა ისეთ მსველობაში რომელიც ისედაც ცუდ სიტუაციას თბილისში კიდე უფრო დაამძიმებდა.
რაც შეეხება მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს და სამღვდელოებას. რთულია გაამტყუნო იმ ასპექტში რომ სასტიკად ეწინააღმდეგება ჰომოსექსუალობის პროპაგანდას, რომელსაც ნამდვილად ეწეოდა დღევანდელი გეი მსვლელობა. მათთვის უდიდესი ცოდვაა მამათმავლობა და ბუნებრივია რომ წინ აღუდგებოდნენ ამ ფაქტს. თქვენი თავი წარმოიდგინეთ, დავუშვათ გარკვეული ჯგუფი ახორციელებს იმის პროპაგანდას რაც შენი და შენი თანამოაზრეებისთვის საშინელებაა, არ აღუდგები წინ? აღუდგები. უბრალოდ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა და გამოხატვის კულტურა.
ბოლო ნაბიჯი, აქციის დარბევა, შეხლა-შემოხლა და ძალადობა იყო. რა მნიშვნელობა აქვს ვინ დგას მეორე მხარეს, გეი, ლესბი, ტრანსგენდერი თუ ჰეტერო? ფაქტია რომ ძალადობით გაკეთებული კეთილი საქმე მე ჯერ არ მინახავს. ადამიანის პატივისცემა მიუხედავად მისი ორიენტაციისა მნიშვნელოვანია ნებისმიერი საზოგადოებისთვის და მითუმეტეს თუ ამ საზოგადოებას პრეტენზია დემოკრატიაზე აქვს. ყველაზე მთავარი – სად იყო ამ დროს პოლიცია? როგორც დასაწყისში აღვნიშნე აქციის მონაწილეები დარწმუნებულები იყვნენ რომ პოლიცია მათ დაიცავდა მსვლელობის ბოლომდე, მაგრამ, როდესაც სიტუაცია გამწვავდა, მხოლოდ მაშინ დარეკეს საპატრულო პოლიციაში და მხოლოდ მაშინ ინებეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, რომელიც გამოიხატა 3 აქტივისტის დაკავებაში. ყველაზე გასაკვირი ამ ფაქტში ის გახლავთ რომ დაკავებული აქტივისტები 5 წუთში გაათავისუფლეს და ისიც არ აუხსნეს რის საფუძველზე მოხდა მათი დაკავება.
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მიზანი, დაეშალათ აქცია, შესრულებულია. მე ერთი რამ მიკვირს, რატომ არ გააგრძელეს მსვლელობა? დავიჯერო სამღვდელოების და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ჯაჭვი იმ სისქე იყო რომ ვერ დაშალეს? ცემა-ტყეპის შემდეგ რატომ არ განაგრძეს გზა? თუნდაც პრინციპის გამო
ხომ უნდოდათ რომ ჰომოფობიის წინააღმდეგ გაელაშქრათ, რატომ არ გაილაშქრეს ბოლომდე? საინტერესოა უდაოდ.
ჰო, ერთი რამის თქმა დამავიწყდა, როდესაც დღევანდელ მსვლელობას/აქციას მოვიხსენიებდი როგორც აღლუმს, მსაყვედურობდნენ, აღლუმი არ იყოო. მაგრამ, ევრონიუსის და ბბს ნიუსის მიხედვით, ეს ყველაფერი სწორედ აღლუმი, პარადი და მარში იყო.
დღევანდელი ვიდეოები:
წიგნები
Posted by siyvarulovna in წიგნები on May 14, 2012
ერთხელ ერთმა ხუმრობამ მიიქცია ყურადღება: ” ისინი ჩვენს ცხოვრებაში იყვნენ, მათ ვხვდებოდით ყველგან, ისინი იყვნენ ჩვენი თანამგზავრები,თუმცა ბოლოს მაინც გაქრნენ… მაშ, ასე წარმოგიდგენთ – წიგნებს”.
ძალიან ხშირად ამბობენ, რომ წიგნი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაშიო. რა შეიძლება იყოს ეს როლი, თანაც მნიშვნელოვანი? ალბათ ის, რომ წიგნი ანვითარებს ფანტაზიას, ზრდის ლექსიკას, რაც არ უნდა ფანტასტიკა იყოს, აწვდის ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების შესახებ. მოკლედ, წიგნი საშუალებაა იცოდე ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად.
მე და წიგნი პირველი კლასიდან ვმეგობრობთ. კითხვა რომ ვისწავლე, პირველი რაც წავიკითხე იანუშ კორჩაგის მეფე მათიუშ პირველი იყო. 8 წლის ბიჭი მეფის ტახტზე ავა და ქვეყნის მართვას იწყებს. საკმაოდ მძიმე და რთულად წასაკითხ წიგნს შევეჭიდე 7 წლის ასაკში. და ამის გამო ძალიან ბევრი ფაქტი და დეტალი არ მახსოვს. მაგრამ, ერთ-ერთ ეპიზოდს ძალიან ხშირად ვადარებ დღევანდელ სიტუაციას საქართველოში. მათიუში გამოსცემს კანონს, რომლის თანახმადაც ბავშვები ივლიან სამსახურებში, ხოლო მშობლები სკოლაში. როდესაც პარლამენტში პირველ მოსმენაზე გაიტანეს კანონი, რომლის მიხედვითაც ასაკობრივ ცენზს წევდნენ და 21 ხდებოდა სწორედ ეს ეპიზოდი გამახსენდა – ბავშვები სამსახურებში, თანაც საკმაოდ სერიოზულ სამსახურებში. მეფე მათიუშის სახელმწიფოში ყველაფერი თავდაყირა დადგა, რაც აქაც მოსალოდნელია ლოგიკურად.
მეფე მათიუშის შემდეგ რამდენიმე წიგნი იყო, რომლის საშუალებითაც დრო სწრაფად და სარგებლიანად გამყავდა. თანაც, თავიდან ვიშორებდი მამაჩემის მუდმივ ფრაზას: “წიგნს შენ არ კითხულობ და არაფერს შენ არ აკეთებ”. თანაც, ყოველთვის მოაყოლებდა რომ, ის რომ ჩემ ხელა იყო, თვეში რამდენიმე წიგნს კითხულობდა, მე კიდევ კაპიტან გრანტის შვილებიც არ წამიკითხავს (დღემდე არ მაქვს წაკითხული სხვათაშორის). რამდენიმე წელში ჩემი და წიგნის ურთიერთობა შეწყდა. ერთი შეხედვით ჩვენს შორის არაფერი მომხდარა, უბრალოდ წიგნი სხვა რამეებმა ჩამინაცვლეს. კერძოდ გართობამ. მეუბნებოდნენ, წიგნზე უკეთესი გასართობი არ არსებობსო, მაგრამ არ მჯეროდა.
რამდენიმე წლიანი პაუსის შემდეგ წიგნისკენ გული მომიბრუნდა, ნელ-ნელა ისევ დავიწყეთ ურთიერთობა, ისევ კარგი მეგობრები გავხდით. ნაწილობრივ ჩემი დაუშრეტელი ცნობისმოყვარეობის დამსახურებაა, ერთი სული მაქვს გავიგო რა ხდება სხვის თავს ავი თუ კარგი. სწორედ ამიტომ უპირატესობას სათავგადასავლო ლიტერატურას ვანიჭებ. არ მსიამოვნებს წიგნები, რომლებიც მუდმივად ჭკუას მარიგებენ და გამუდმებით მირჩევენ რაიმეს. მირჩევნია სხვისი საინტერესო ცხვორების თვითმხილველი გავხდე და ჩემით გამოვიტანო დასკვნები პერსონაჟების ცხოვრებიდან, ვიდრე ვინმემ მითითოს, აი ასეა სწორიო.
ძალიან ბევრს სასაცილოდ არ ჰყოფნის, რომ საყვარელი წიგნი ჰარი პოტერია. ასეთ დროს მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს, წაიკითხე და მიხვდები. ჰოდა, გირჩევთ წაიკითხოთ.
არ მიყვარს ყველასთვის საყვარელი და სათაყვანებელი წიგნები. მსგავს ლიტერატურაში ვეძებ მუდმივად ნაკლს და მხოლოდ იმ ნაკლზე ვამახვილებ ყურადღებას. მაგალითად “წითელი და შავი”, “უცნობი ქალის წერილი” და ა.შ. შეიძლება იმის ბრალიცაა, რომ შესაბამის დროს ვერ წავიკითხე და ვერ გავიაზრე. ვინ იცის, იქნება დროთა განმავლობაში ხელახალი წაკითხვისას სულ სხვანაირად შევხედო არსებულ სიტუაციას.
წიგნი შეიძლება ვიღაცისთვის შთაგონების წყარო გახდეს, მოტივაცია აუმაღლოს, სწორი გზა აჩვენოს… უბრალოდ წიგნის სწორად შერჩევა უნდა იცოდე. ჰო, ვფიქრობ ყველაფერს სჭირდება სწორად შერჩევა, სიტუაციას უნდა მოერგოს რომ გართობის გარდა სხვა სარგებელიც მიიღო ამა თუ იმ ლიტერატურიდან.
ერთი მავნე ჩვევა მაქვს. ძალიან მიყვარს წიგნები. მსიამოვნებს თაროს რომ ავხედავ და ჩემი ყველა წიგნი ამაყად და მშვიდად ნებივრობენ მიჩნეულ ადგილას. არ მიყვარს მათი განათხოვრება. რამდენჯერაც წიგნი ვიყიდე საჩუქრად იმდენჯერ დამნანებია ჩუქება. ძვირფასი საჩუქარია ჩემთვის წიგნი და ვცდილობ საკუთარი წიგნების რაოდენობა გავზარდო :>
P.S ეს პოსტი კონკურსისთვისაა შექმნილი, რომელშიც მონაწილობა თქვენც შეგიძლიათ <3 უფრო მეტი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.
კიდევ ერთი ფაქტი ელვის ამერიქან დაინერზე
Posted by siyvarulovna in სხვა და სხვა on May 10, 2012
როდესაც ელვის ამერიქან დაინერს შევამჩნიე რომ “ეს ის თამრო აღარ იყო” მოვუკელი იქ სიარულს. მაგრამ, მაინც მიჩნდება სურვილი შევიდე და გადავამოწმო, იქნება და რამე შეიცვალა, მაგრამ ამაოდ.
დღეს მეგობართან ერთად ბევრი ვიარე და დაღლილზე სად შეიძლებოდა დაგვესვენა და წავხემსებულიყავით ელვისი გამახსენდა (ძველი ჩვევაა). რადგანაც ზემოთხსენებული მეგობარი შარშან, ზუსტად ამ დღეს იქ გავიცანი, გადავწყვიტეთ გეზი ფილარმონიისკენ აგვეღო და ჩემი პირობა, რომ ელვის სათოფეზეც არ გავეკარები დავარღვიე.
როგორც ჩანს ელვისის ერთ-ერთ მიმტანს, კერძოდ ვინმე ალეკოს (დღეს გავიგე მისი სახელი) ანნას პოსტი უნახავს და მის სიუხეშეს და სითავხედეს საზღვარი არ ჰქონდა. მოგეხსენებათ როდესაც რამდენიმე საათი იქ ხარ საფერფლე ნელ-ნელა ივსება. ზემოთხსენებულ მიმტანს ვთხოვე გამოეცვალა და ზურგი შემაქცია და წავიდა. პირველად მაშინ გავოგნდი, თუმცა როდესაც დაბრუნდა მითხრა, ჯერ ფოტო გადაუღე და მერე გამოგიცვლიო. სწორედ მისი ამ ფრაზით მივხვდი, რომ იგი ანას პოსტში ნახსენებმა ძირს დაგდებული პიცის ნაჭრის ფოტომ და ხაზგასმამ, რომ მიმტანები და იქ მომსახურე პერსონალი თავის საქმეს ჯეროვნად ვერ აკსრულებს გაუღიზიანებია და საშინელი ტონით და გონორით გვესაუბრებოდა. მისი თხოვნა ფეხებზე ვერ დავიკიდე და ფოტოც გადავუღე.
როდესაც ჩვენც მაგიდას მოუახლოვდა, მოვახსენე ფოტო გადავუღე და ეხლა შეგიძლია გამომიცვალო-მეთქი. მაგრამ ჩემი მოთხოვნა უკუაგდო და თავხედურად გაბრუნდა თავის ადგილზე. ამასობაში ქვევიდან საჭმელი ამოგვიტანეს და ერთ-ერთმა გოგომ გამოცვალა, რაზეც როგორც მივხვდი საყვედური მიიღო ალეკოსგან.
ძვირფასო ალეკო, შენ შეიძლება არ იცი, მაგრამ “კლიენტ ვსეგდა პრავ”, მითუმეტეს ამ სიტუაში. შენი მოვალეობაა გაუღიმო და მოემსახურო იქ შემოსულ ხალხს, რომლებსაც წახემსება და დროის სასიამოვნოდ გაყვანა სურთ. ქუჩაში არ ხარ, არც ჩვენ ვართ შენი მეგობრები და კეთილი ინებე და შეასრულე ის რაც გევალება. ის რომ პიცის ნაჭერი ეგდო ძირს, (ფოტო) ის რომ თქვენი სითავხედით გაბრაზებულმა ერთ დროს მუდმივმა მომხმარებელმა პოსტი დაწერა, არ ნიშნავს რომ თავზე უნდა გადაიჯვათ. შენიშვნა სამართლიანი იყო, კეთილი ინებე მიიღე და შეეცადე გამოასწორო.
ის რომ ელვისში სიბინძურეა ანას მიერ ძირს დაგდებული პიცის ნაჭრის ფოტოთიც მტკიცდება, ის რომ მიმტანები თავხედები არიან ჩემი პოსტითაც დამტკიცდა, და ის რომ საჭმელი უვარგისია ეხლახანს გავიგე, როდესაც რამდენიმე დღის წინ ელვისის ჰოდ-დოგში ჭიანჭველა აღმოაჩინეს.
ძალიან მწყდება გული რომ ერთ დროს ჩემი საყვარელი ადგილი და სახლად წოდებული ელვის ამერიქან დაინერი უზრდელი და თავხედი მიმტანის გარემოცვაშია და რომ საჭმელში ჭიანჭველები დაძვრებიან. დღეიდან ზუსტად ვიცი რომ ელვისში ჩემი ფეხი აღარ იქნება!
სამწუხაროა
Posted by siyvarulovna in სხვა და სხვა on May 5, 2012
ძალიან ბევრისგან გამიგია რომ ბლოგერები მხოლოდ სექსზე და გართობაზე წერენ. სინამდვილეში გულით რომ გინდოდეს მხოლოდ რამდენიმე პოსტს, უფრო სწორად კარგ პოსტს, გადააწყდები, რომელიც სექსზეა.
რატომ წერენ სექსზე?
ა) სექსზე კი არ წერენ, უბრალოდ მოთხრობებს წერენ სადაც სექსით კავდებიან წყვილები. მაგალითად http://aninaland.wordpress.com/ . პრინციპში, ანინას უკვე დიდი ხანია საკუთარი მოთხრობა არ დაუპოსტავს, მაგრამ სტატუსი რომ “ეს ის გოგოა, რომელიც სექსზე წერს” მაინც შერჩენილი აქვს ალაგ-ალაგ.
ბ) სამედიცინო ბლოგია, სადაც სექსს და მასთან დაკავშირებულ ყველა ასპექტს განიხილავენ ექიმები და მასთან გათანაბრებული პირები. რამდენად კარგად და ხარისხიანად ეს სხვა საკითხია. მაგალითად http://geosexmd.com/
გ) ავტორისთვის ბლოგი უდრის ინტერნეტ დღიურს და უბრალოდ უნდა რომ თავის “დღიურში” წეროს თავის შესახებ, თუნდაც სექსზე. მაგალითისთვის ჩემი რამდენიმე პოსტიც გამოდგება. რომელებსაც რამდენიმე თვის წინ პაროლი დავადე. მიზეზი ის გახდა, რომ ფეისბუქზე ერთმა გოგომ მომწერა, ჩემს 16 წლის მეგობარს სექსი უნდა და შენ ხომ არ შეგიძლია სურვილი შეუსრულოო.
დ) ყურადღების მისაქცევად. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, პირადად მე ძალიან ცოტა პოსტი მინახავს ყურადღების მისაქცევად დაწერილი.
საბოლოო ჯამში, მივედი დასკვნამდე რომ ბლოგერები სექსზე არ წერენ. უბრალოდ, სექსი ჩვენი ცხოვრების თანმდევი “პროცესია”, რომელსაც გვერდს ვერ აუვლი და ხანდახან მასზეც დაიწერება.
რამ განაპირობა რომ ეხლა ამ პოსტს ვწერ? ფეისბუქზე მეასე ფრენდის შემოვარდნას და “აუ შენ ბლოგერი ხარ ხო? ე.ი შენც სექსზე წერ” ფრაზებმა. სამწუხაროდ ვერც-ერთი მათგანი ვერ მილინკავს პოსტებს სადაც სექსზე წერია რამე მაინც.
სამწუხაროა.
Home alone
Posted by siyvarulovna in დღიური on May 4, 2012
როდესაც დადგება ნანატრი დრო და სახლში რამდენიმე დღით მარტო აღმოჩნდები, ხვდები რომ ეს სულაც არაა ის რასაც ელოდებოდი. ყოველშემთხვევაში ჩემი “ჰოუმ ელოუნობა” სწორედ ამ განწყობით დასრულდა ორიოდე წუთის წინ.
როდესაც 3 დღის წინ სახლში დავბრუნდი და გავაცნობიერე რომ მარტო ვიყავი, სიხარულით აღვივსე და თავში პუნქტს პუნქტზე ვალაგებდი რა შეიძლება გამეკეთებინა. მაგრამ, ყველაფერი იმდღესვე დამემსხვრა. ჯერ იყო და საჭმელი არაფერი აღმჩნდა რამაც დიდად დამასევდიანა. მერე უბრალოდ მომეწყინა. საჭმელს ეშველა, შემწვარი კვერცხი ან კარტოფილი ყოველთვის მზადაა მემსახუროს. მაგრამ, როდესაც ჩავრთე ლეპტოპი, მთელი სახლი ჩავაბნელე და ფეისბუქზე ბოლთის ცემას მივყე ხელი, მივხვდი რომ არაფერი შეცვლილა იმის გარდა რომ სახლში მხოლოდ ტრუსით და მაისურით შემეძლო სიარული.
მოვძებნე ფილმები, მოვიმარაგე ჩიფსი, ჩავწექი ლოგინში და ფეისბუქზე ვწუწუნებდი. ვწუწუნებდი რომ რამეთი მინდოდა გავრთობილიყავი. რამდენიმე ადამიანს ვუთხარი, გამოდი ჩემთან-მეთქი, მაგრამ ყველას მაშინ გამოუჩნდა საქმე, ან მაშინ აღმოჩნდნენ დაღლილები და სახლში წასვლის სურვილით აღვსილნი. არაუშავს, პირველ დღეს უბრალოდ მარტო ვიყავი და ჩემს დას ვეწუწუნებოდი რამით გავერთოთ-მეთქი.
შედარებით კარგი აღმოჩნდა მეორე დღე. ალბათ იმიტომ რომ სახლში არ ვყოფილვარ და მთელი დღე, უფრო სწორად ღამე, მეგობართან ჭორაობაში გავატარე. თუმცა მანამდე ვმღეროდით, ვდებილობდით და კიდევ უფრო მანამდე ვსვამდით. იმიტომაა კარგი სახლში მარტო ყოფნა რომ არავის უთანხმებ სად მიდიხარ, როდის მიდიხარ, როდის მოხვალ, მოხვალ თუ არა საერთოდ და ა.შ.
მესამე დღე? მესამე დღე ისეთივე იქნებოდა მაშინაც სახლში აუარება ხალხი რომ ყოფილიყო. დილა მოსაწყენი, შუადღე სასიამოვნო, საღამო ფეისბუქზე.
ალბათ, გაცილებით პრაქტიკული იქნებოდა ეს 3 დღე სახლში ჩემი დაც რომ არ ყოფილიყო :)
ერთი დღე
Posted by siyvarulovna in სხვა და სხვა on April 30, 2012
რადგანაც არ/აღარ/ვეღარ ვიცი რაზე ვწერო და ვიმსჯელო გადავწყიტე თავიდან ბოლომდე დავწერო ჩემი ერთი დღე. თუნდაც დღევანდელი, ორშაბათი.
როგორც წესი კვირა საღამოს ფეისბუქზე ერთი ამბავი ტყდება არიქა ორშაბათი და მძიმე კვირა იწყებაო. ჩემთვის კვირა სამშაბათ დღეს იწყება, იმ მარტივი მიზეზით რომ ლექცია-სემინარებისგან ორშაბათს ვისვენებ. და ვინაიდან არც ვმუშაობ ამიტომ შემიძლია ორშაბათ დღეს მეძინოს იქამდე სადამდეც მინდა და გამოვიყენო დღე ისე, როგორც მინდა. დღეს ფრიად სასიამოვნო შეტყობინებამ გამაღვიძა:
სანამ “მესიჯი” მოვიდოდა ეკლებზე ვიჯექი. ათასი წვეტიანი აზრი მიტრიალებდა თავში და იმ ვარიანტსაც ვუშვებდი რომ არ ჩამიბარებია და მომელანდა-მეთქი. შეტყობინების შემდეგ რა თქმა ჯერ სრულიად ფეისბუქს ვახარე ჩემი ამბავი და ქავთარაძისკენ გავწიე. გზაში გამახსენდა რომ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა დამრჩა, მოვბრუნდი, ავიღე და აღმოჩნდა რომ სინამდვილეში პირადობა სულაც არ მჭირდება და სახელი და გვარის თქმის შემდეგაც უპრობლემოდ მაძლევენ მართვის მოწმობას.
იქიდან გამოსული ფრენა-ფრენით და გაზაფხულზე ხეებიდან მცვენარა ბუნდღლების წყევლით anna-სთან ავედი. მხოლოდ მართვის მოწმობის ჩანთაში ჩადების შემდეგ დავიჯერე რომ ვსო! მართლა ჩავაბარე!
მართალია ორშაბათია და წესით უნივერსიტეტში არაფერი მესაქმება მაგრამ, როდესაც შენთვის კვირა სამშაბათს იწყება და შაბათ-კვირა უსაქმურობის მეტს არაფერს აკეთებ, იძულებული ხდები ორშაბათ დღეს დედაუნის ეწვიო და სამეცადინო მასალა გადააქსეროქსო მაინც, პრინციპით – რა იცი რაში დაგჭირდეს.
დრაკულასთან ერთსაათიანი ვოიაჟის შემდეგ სახლს მივაშურე იმ მოტივით, რომ სამეცადინო-მაქვს მეთქი. რეალურად კი, ფეისბუქზე ბოლთის ცემის გარდა არაფერი გამიკეთებია. სამაგიეროდ, როდესაც ავტობუსში ადგილია და დაჯდომა ძალგიძს, იმ 30-40 წუთში საკმაოდ ბევრი რამის წაკითხვა შეიძლება.
მეცადინეობის დასრულებას ცოტა ხანში ვაპირებ, აი მაშინ, ფეისბუქი რომ მომბეზრდება და ძილი მომერევა. თუმცა, სხვა გზა არც მაქვს.
პ.ს ვერ გადამიწყვეტია ზოგადად ალერგია დავწყევლო თუ ის ბუნდღლები ხეებიდან რომ ცვივა?
როგორ ავიღოთ მართვის მოწმობა?
Posted by siyvarulovna in სხვა და სხვა on April 25, 2012
მართვის მოწმობის აღების პრეტენზია ნებისმიერს შეუძლია ჰქონდეს. თუმცა ერთია პრეტენზია და მეორე რეალური შანსი.
იმისათვის რომ გამოცდაზე გასვლა გავბედოთ საჭიროა გადაღეჭილი გვქონდეს ან prava.drive.ge ან police.ge. მე პირადად პოლის.ჯი მირჩევნია, ამბობენ პრავა.დრაივ.ჯიზე ბევრი შეცდომააო. მაგრამ, ეგეც რომ არ იყოს police.ge ანალოგიურია იმისა რაც რუსთავში გელოდებათ.
სასურველია გამოცდის დღეს თუ ადრე გაიღვიძებთ, ასე 8-ზე მაინც და მაქსიმუმ 9-ზე რუსთავში, საპატრულოსთან იქნებით. პირდაპირ შინაგან საქმეთა მომსახურების ცენტრთან არაფერი მიდის, მაგრამ, “მარშუტკის” მძღოლს სთხოვთ და გაგიჩერებთ იქ სადაც საჭიროა. გაჩერების ადგილას ტაქსები დაგხვდებათ, რომელიც 2 ლარად აგიყვანთ. შეგიძლიათ 3 ნომერ მარშუტკას დაელოდოთ და სულ რაღაც 50 თეთრად მოხვდეთ სასურველ ადგილას. მაგრამ, ფეხითაც არაა რთული ასასვლელი. 10-15 წუთის სავალია, მზის გულზე. დილით ადრე მისვლას ის უპირატესობა გააჩნია რომ ცოტა ხალხია და რიგში დგომა შიძლება 1 საათს მოგიწიოთ, ნაცვლად იმისა რომ 4 საათი გეყურყუტათ მზის გულზე.
თუ კი უკვე მიაგენით საპატრულოს, მაშინ ის დროა წინასწარ გამზადებული ფული გადაიხადოთ იქვე არსებულ ლიბერთი ბანკში. პირველადი გადასახადი 57 ლარია. ხელმარცხნივ საგამოცდო ცენტრში გადაიღებთ ფოტოს, მისცემთ ნომერს და დაელოდებით თქვენს რიგს საგამოცდო ოთახთან. თქვენი გვარის ამოკითხვისას არ დაიბნეთ და თამამად შეაბიჯეთ, დაბრძანდით თავისუფალ კომპიუტერთან და არ დაუწყოთ ძებნა კლავიატურას და მაუსს. სენსორზეა ყველაფერი. შეიყვანთ პირად ნომერს და დაიწყებთ ტესტს. თუმცა, სანამ ტესტებზე გადავალთ, მანამდე დალტონიზმის ტესტი უნდა ჩავაბაროთ. სულ 3 კითხვაა. მოცემულია ფერადი წრე და ასევე ფერადად ჩაწერილი რიცხვი. უნდა გამოიცნოთ რა რიცხვია, რა ფერია და რა რიცხვია და რა ფერია ერთად. თუ აღნიშნულ ტესტს ჩააბარებთ მერე გადადიხართ მართვის მოწმობის ტესტზე. დალტონიზმის ტესტის ვერ ჩაბარების შემთხვევაში გიშვებენ ფსიხოზე, რომელიც რუსთავში დამატებით 20 ლარი ღირს. თბილისში 25-30. ჩავთვალოთ რომ დალტონიზმის ტესტი ჩავაბარეთ და გადავდივართ მართვის მოწმობის ტესტებზე.
პირველ რიგში არ უნდა ინერვიულოთ. თქვენთვისვე იქნება ცუდი. დაიბნევით, არასწორად უპასუხებთ, კითხვა სულ ახალი და უცნობი მოგეჩვენებათ და ა.შ. თუკი რომელიმე კითხვაზე არ გეცოდინებათ ზუსტი პასუხი გამოტოვეთ და გადადით შემდეგზე. გამოტოვებულ კითხვებს ამოგიყრით ბოლოს და მერე კარგად დაფიქრდით და ისე გაეცით პასუხი. დრო გაქვთ 30 წუთი რაც სრულიად საკმარისია, მე ვიტყოდი ბევრიც კია. დაახლოებით 5 წუთი დამჭირდა 30-ვე კითხვაზე პასუხის გასაცემად. როცა თეორიულ საკითხს ჩააბარებთ, მოკიდეთ ხელი პირადობას და კუნტრუშ-კუნტრუშით გადადით პრაქტიკულ გამოცდაზე. სადაც მინიმუმ 1-2 საათიანი ლოდინი მოგიწევთ.
რა შეიძლებაა გააკეთო ამ 1-2 საათში? დიდი ვერაფერი. წახვიდე საპატრულოში, ახვიდე მეორეზე და იქვე არსებულ კაფეში წაიხემსო, იჯდე მზის გულზე, ათვალიერო ავტობაზრობაზე გასაყიდად გამოყვანილი მანქანები, უგულშემატკივრო სხვებს, ნერვიულად მოწიოთ სიგარეტი სიგარეტზე და გამოელაპარაკო იქ მყოფ ახალგაზრდებს, რომლებიც შენსავით ნერვიულობენ. სალაპარაკო თემა რა თქმა უნდა ისევ მართვის მოწმობა იქნება. ასევე შესაძლებელია იქვე არსებულ მინი მოედანზე გაიაროთ 1 წრე შკოდათი ანალოგიურ მანევრებზე სულ რაღაც 5 ლარად.
როდესაც თქვენს გვარს დაიძახებენ ისევ ნუ ანერვიულდებით. მშვიდად გამოართვით პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ჩადექით რიგში. როდესაც თქვენი ჯერი მოვა გული დააბრუნეთ საგულეში და მოკალათდით სავარძელზე. გაისწორეთ სკამი, სარკეები, შეიკარით ღვედი და დაელოდეთ გამომცდელს რომ ჩართოს კომპიუტერი და დაიწყოთ გამოცდა. პრაქტიკული გამოცდა თეორიულთან შედარებით გაცილებით ადვილია, მითუმეტეს მას შემდეგ რაც კომპიუტერი იბარებს. როგორ ხდება კომპიუტერთან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება? ძალიან მარტივად. გაქვთ 100 ქულა და უნდა შეეცადოთ რომ 60-მდე არ ჩამოხვიდეთ. იმ შემთხვევაში თუ თქვენი ქულების რაოდენობა 60 იქნება, თქვენ ვერ ჩააბარებთ გამოცდას. კომპიუტერებამდე თუ ჩაგიქრებოდათ მანქანა, ან აღმართზე დაგიგორდებოდათ, ან წამოედებოდით რომელიმე ბოძს ავტომატურად გაწყვეტინებდნენ გამოცდას და გჭრიდნენ. დღეს ამ ყველაფერზე ქულა გაკლდებათ. ოღონდ საკმაოდ ბევრი ქულა, ასე რომ ყველაფრის ერთად დარღვევას ნუ გადაწყვეტთ. არ დაგავიწყდეთ რკინიგზაზე და ქვეითთა გადასასვლელზე შენელება და ფრთხილად გადასვლა. როგორც ვიცი ადრე პარკირებით სრულდებოდა პრაქტიკული გამოცდა. დღეს დღეობით გევალებათ რომ მანქანა პარკირების ადგილიდან გამოიყვანოთ და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ჩაბარებული, წარმატებულად. და დამიჯერეთ, როდესაც კომპიუტერი გეტყვით რომ “გილოცავთ თქვენ ჩააბარეთ გამოცდაო”, იმ უჟმური გამომცდელის ჩახუტებაც კი მოგინდებათ რომელიც არც კი გესაუბრებათ. პრინციპში, რა მაგათი ბრალია, უფლება არ აქვთ. როდესაც გამოცდას ჩააბარებთ, აირჩევთ ადგილს სად გსურთ მართვის მოწმობის აღება და დაელოდებით 5 სამუშაო დღეს და თქვენს ტელეფონზე მოსულ მესიჯს “თქვენი მართვის მოწმობა დაობეჭდაო”. მე სწორედ ლოდინის რეჟიმში ვარ.
თქვენი პრაქტიკული გამოდის ნახვა შეგეძლებათ police.ge-ზე.































ბოლო კომენტარები